...ივ კი სახლის მართვა უფრო ადვილია. მაშ, ვინც საკუთარ სახლს კარგად ვერ განაგებს, ეკლესიის საქმეებს როგორღა განაგებს?
შემდეგ კი თქვა: „ხოლო უკუეთუ ვინმე თჳსისა სახლისა განგებაჲ არა იცის, ვითარ-მე ეკლესიათა ღმრთისათა მოღუაწებაჲ აგოს?“ (). „ნუ ახალნერგ“ (), ამბობს. აქ ახალგაზრდას კი არ გულისხმობს, არამედ ახლად დამოძღვრილს; რადგან ამბობს: „მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა“ (). ამრიგად, ამის ცხადყოფა სურდა და ეს თქვა. თორემ რა უშლიდა ხელს, ეთქვა: „ნუ იქნება ახალგაზრდა“? მაშ რატომ, იტყვის ვინმე, თვითონ პავლე ტიმოთეს, ჯერ კიდევ ახალგაზრდას, მმართველად აყენებდა? ამას მოწმობს კიდეც, როცა მას ეუბნება: „ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ“ (...