მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 3:10

9. აქუსმცა საიდუმლოჲ იგი სარწმუნოებისაჲ წმიდითა გონებითა.10. და ესენი გამო-ღა-იცადნენ პირველად, და მაშინღა დიაკონებდედ, უბრალომცა არიან.11. ცოლნი მათნი ეგრეთვე ღირსმცა არიან, ნუ მასმენელ, ფრთხილ, მორწმუნე ყოველსა შინა.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 3
10. და ესენი გამო-ღა-იცადნენ პირველად, და მაშინღა დიაკონებდედ, უბრალომცა არიან.
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 11
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დიაკონნი ეგრეთვე წმიდა, ნუ ორისმეტყუელ, ნუ ღჳნოსა ფრიადსა მორჩილ, ნუ საძაგელის შემძინელ, აქუსმცა საიდუმლოჲ იგი სარწმუნოებისაჲ წმიდითა გონებითა. და ესენი გამო-ღა-იცადნენ პირველად, და მაშინღა დიაკონებდედ, უბრალომცა არიან.“ ().

1. დიაკონთა ღირსება და ღმრთისმსახურების საიდუმლო

როცა ეპისკოპოსებზე საუბრობდა, ისინი დაახასიათა, თქვა, რა უნდა ჰქონდეთ და რისგან უნდა იკავებდნენ თავს; ხოლო მღვდელთა დასი დატოვა და დიაკონებზე გადავიდა. რატომ მაინცდამაინც? იმიტომ, რომ მღვდლებსა და ეპისკოპოსებს შორის დიდი შუალედი არ არის. რადგან მათაც მინდობილი აქვთ სწავლება და ეკლესიის წინამძღვრობა; და რაც ეპისკოპოსებზე თქვა, ის მღვდლებსაც შეეფერება. რადგან ეპისკოპოსები მხოლოდ ხელდასხმის მხრივ არიან მღვდლებზე აღმატებულნი და, ჩანს, მხოლოდ ამით აქვთ მღვდლებზე უპირატესობა. „დიაკონნი ეგრეთვე“...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის