მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 3:16

15. ხოლო უკუეთუ ვყოვნო, რაჲთა უწყოდი, ვითარ-იგი ჯერ-არს სახლსა შინა ღმრთისასა სლვაჲ, რომელ არს ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ.16. და, აღსარებულად, დიდ არს ღმრთის მსახურებისა საიდუმლოჲ; ღმერთი გამოჩნდა ჴორცითა და განმართლდა სულითა, ეჩუენა ანგელოზთა, იქადაგა წარმართთა შორის, ჰრწმენა სოფელსა და ამაღლდა დიდებითა.
1 ტიმოთეს მიმართ თავი 3
16. და, აღსარებულად, დიდ არს ღმრთის მსახურებისა საიდუმლოჲ; ღმერთი გამოჩნდა ჴორცითა და განმართლდა სულითა, ეჩუენა ანგელოზთა, იქადაგა წარმართთა შორის, ჰრწმენა სოფელსა და ამაღლდა დიდებითა.
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 11
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დიაკონნი ეგრეთვე წმიდა, ნუ ორისმეტყუელ, ნუ ღჳნოსა ფრიადსა მორჩილ, ნუ საძაგელის შემძინელ, აქუსმცა საიდუმლოჲ იგი სარწმუნოებისაჲ წმიდითა გონებითა. და ესენი გამო-ღა-იცადნენ პირველად, და მაშინღა დიაკონებდედ, უბრალომცა არიან.“ ().

1. დიაკონთა ღირსება და ღმრთისმსახურების საიდუმლო

როცა ეპისკოპოსებზე საუბრობდა, ისინი დაახასიათა, თქვა, რა უნდა ჰქონდეთ და რისგან უნდა იკავებდნენ თავს; ხოლო მღვდელთა დასი დატოვა და დიაკონებზე გადავიდა. რატომ მაინცდამაინც? იმიტომ, რომ მღვდლებსა და ეპისკოპოსებს შორის დიდი შუალედი არ არის. რადგან მათაც მინდობილი აქვთ სწავლება და ეკლესიის წინამძღვრობა; და რაც ეპისკოპოსებზე თქვა, ის მღვდლებსაც შეეფერება. რადგან ეპისკოპოსები მხოლოდ ხელდასხმის მხრივ არიან მღვდლებზე აღმატებულნი და, ჩანს, მხოლოდ ამით აქვთ მღვდლებზე უპირატესობა. „დიაკონნი ეგრეთვე“...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 12
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სარწმუნოებისგან განდგომა და ქმნილების სიკეთე:

...ილად მსახურ ქრისტე იესუჲსა და იზარდებოდი სიტყჳთა სარწმუნოებისაჲთა და კეთილითა მოძღურებითა, რომელსაცა შეუდგ“** (). ეს რა არის? ის, რაც თქვა: რომ „დიდ არს ღმრთის მსახურებისა საიდუმლოჲ“ (), რომ საჭმელთაგან თავის შეკავება დემონთა საქმეა, და რომ საჭმელი „განწმიდნების სიტყჳთა ღმრთისაჲთა და ლოცვითა“ ().

ამბობს: „იზარდებოდი სიტყჳთა სარწმუნოებისაჲთა და კეთილითა მოძღურებითა, რომელსაცა შეუდგ“ (). „ხოლო შეგინებულთა მათ და დედაბერებრთა ზღაპართაგან იჯმენ. ხოლო იწუართე თავი შენი ღმრთის მსახურებასა“ (). ამბობს: „ამას ასწავებდ ძმათა და იყო კეთილად მსახურ ქრისტე იესუჲსა“ (). ხედავ, აქ არსად არის მბრძანებლობა, არამედ დამდაბლება? „ასწავებდ“,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“ (1,18).:

...არნა რასა იტყჳთ, ნუუკუე მამასა ოდენ აქუსა ესე და ძესა არა? ისმინე მისივე პავლესი, ვითარმედ: „ხატი არს უხილავისა ღმრთისაჲ“. ხოლო უხილავისა ხატი უხილავივე არს, თუ არა, ვითარ იყოს ჭეშმარიტად ხატ მისა? ამისთჳსცა იტყჳს, ვითარმედ: „რომელი-იგი გამოჩნდა ჴორცითა“, რამეთუ გამოჩინებაჲ იგი ჴორცთაჲ იყო და არა ბუნებისა მის ღმრთეებისაჲ. და რაჲთა სცნა, ვითარმედ არა კაცთა მიერ ოდენ უხილავ არს, არამედ ანგელოზთა მიერცა, ამისთჳს დიდმან პავლე თქუა რაჲ, ვითარმედ: „ღმერთი გამოჩნდა ჴორცითა“, და მეყსეულად შესძინა, ვითარმედ: „ეჩუენა ანგელოზთა“. ამის მიერ საცნაურ არს, ვითარმედ ანგელოზთაცა მაშინ ეჩუენა, რაჟამს ჴორცნი შეიმოსნა. ხოლო ამისა პირველ ვერ ჰხედვიდეს მას, რამეთუ მათდაცა უხილავ იყო ბუნებაჲ იგი.

უკუეთუ კულა იტყოდის ვინმე: და ვითარ იტყჳს უფალი: „ნუ შეურაცხ-ჰყოფთ ერთსაცა ამათ მცირეთაგანსა. გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ანგელოზნი მათნი მარადის ჰხედვენ პირსა მამისა ჩემისა ზეცათაჲსსა“. არამედ რაჲ არს სიტყუაჲ ესე? პირი ადგსა ღმერთსა და ცათა შინა შემოწერილ არსა? გარნა ვინმცა იყო ესრეთ განცოფებულ, რომელმანცა ესე...

სრულად ნახვა