მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 ტიმოთეს მიმართ 3:2

1. სარწმუნო არს სიტყუაჲ: უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყჳს.2. ჯერ-არს ეპისკოპოსისაჲ, რაჲთა უბრალო იყოს, ერთის ცოლის ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართ მოყუარე, სწავლულ,3. არა მეღჳნე, არა ანგაჰრ, არა საძაგელის შემძინელ, არამედ მყუდრო, ულალველ, ვერცხლის უყუარულ,
1 ტიმოთეს მიმართ თავი 3
2. ჯერ-არს ეპისკოპოსისაჲ, რაჲთა უბრალო იყოს, ერთის ცოლის ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართ მოყუარე, სწავლულ,
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყჳს. ჯერ-არს ეპისკოპოსისაჲ, რაჲთა უბრალო იყოს, ერთის ცოლის ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართ მოყუარე, სწავლულ, არა მეღჳნე, არა ანგაჰრ, არა საძაგელის შემძინელ, არამედ მყუდრო, ულალველ, ვერცხლის უყუარულ, თჳსისა სახლისა კეთილად განმგებელ, შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი ყოვლითა ღირსებითა.“ ().

1. ეპისკოპოსობის სურვილი და წინამძღოლის ღირსება

როდესაც ეპისკოპოსობის შესახებ სიტყვაზე გადასვლას აპირებს, ერთბაშად აჩვენებს, როგორი უნდა იყოს ეპისკოპოსი; ამას იგი არა ტიმოთესადმი ცალკე შეგონების რიგით აკეთებს, არამედ ისე, თითქოს ყველას ესაუბრება და ტიმოთეს მეშვეობით ყველას აწესრიგებს. და რას ამბობს? „უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს“ (), ამბობს, არ ვკიცხავ; რამეთუ ეს წინამძღოლობის საქმეა. თუ ვინმეს ისეთი მისწრაფება აქვს, რომ მხოლოდ მთავრობასა და ხელმწიფებას კი არ ეტრფის, არამედ...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 15
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ხუცესთა პატივი, სწავლება და მხილება:

...ებისათვის, და დიდად უწყობს ხელს, როცა წინამდგომნი სწავლების უნარის მქონენი არიან; ხოლო თუ ეს არ არის, ეკლესიებში ბევრი რამ იღუპება. ამიტომაც, სხვებთან ერთად, სტუმართმოყვარესთან, შემწყნარებელთან და ბრალდებისთვის მიუწვდომელთან ერთად, ამასაც ჩამოთვლის და ამბობს: „სწავლულ“ ().

სხვაგვარად რატომღა ეწოდება მოძღვარი? დიახ, ამბობს იგი, რათა ცხოვრებით ასწავლიდეს სათნოებრივ სიბრძნეს. მაშასადამე, ეს ყველაფერი ზედმეტი ყოფილა, და წინსვლისათვის სიტყვიერი სწავლება საჭირო აღარ ყოფილა. მაშ, პავლე როგორღა ამბობს: „უფროჲს ხოლო რომელნი შურებოდიან სიტყჳთა და მოძღურებითა“ ()? რადგან, როცა საუბარი დოგმატებს ეხება, აქ ცხოვრების წესს რა ძალა აქვს? მაგრამ რომელ სიტყვას გულისხმობს? არა მაღალფარდოვანს, არც გარეგანი სიტურფით შემკულს, არამედ იმას, რომელსაც სულის დიდი ძალა აქვს შეძენილი, რომელიც სავსეა გონიერები...

სრულად ნახვა
შესავალი 1 ტიმოთეს ეპისტოლისადმი
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ტიმოთეს სათნოება და მოძღვრად განწესება:

.... მართლაც, ეპისკოპოსებზე მსჯელობისას და მათ შესახებ მრავლის თქმის შემდეგ, ასაკს არსად აკონკრეტებს. ხოლო თუ წერილში ამბობს: „შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი“ () და „ერთის ცოლის ქმარ“ (), ამით იმას კი არ ამბობს, თითქოს აუცილებელი იყოს შვილებისა და ცოლის ყოლა; არამედ იმას გულისხმობს, რომ, თუ ოდესმე საერო პირთაგან ვინმე მოსაყვანი იქნებოდა, ასეთ კაცს უნდა სცოდნოდა სახლის, შვილებისა და ყოველივე დანარჩენის წინამძღვრობა.

რადგან, თუ იგი საერო კაციც იყოს და ამ საქმეებშიც გამოსადეგი არ აღმოჩნდა, როგორ მიენდობოდა მას ეკლესიაზე ზრუნვა? მაგრამ, იტყვის ვინმე, რის გამო სწერდა მოწაფეს, რომელიც უკვე სწავლებისთვის იყო განწესებული? განა იგი ჯერ სრულად არ უნდა მომზადებულიყო და შემდეგ გაგზავნილიყო? მაგრამ ტიმოთეს სჭირდებოდა არა ის სწავლება, რომელიც მოწაფეებს სჭირდებათ, არამედ ის, რომელიც მოძღვარს შეჰფერის. მაშ, იხილე, მთელი ეპისტოლის განმავლო...

სრულად ნახვა