„უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყჳს. ჯერ-არს ეპისკოპოსისაჲ, რაჲთა უბრალო იყოს, ერთის ცოლის ქმარ, ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართ მოყუარე, სწავლულ, არა მეღჳნე, არა ანგაჰრ, არა საძაგელის შემძინელ, არამედ მყუდრო, ულალველ, ვერცხლის უყუარულ, თჳსისა სახლისა კეთილად განმგებელ, შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი ყოვლითა ღირსებითა.“ ().
1. ეპისკოპოსობის სურვილი და წინამძღოლის ღირსება
როდესაც ეპისკოპოსობის შესახებ სიტყვაზე გადასვლას აპირებს, ერთბაშად აჩვენებს, როგორი უნდა იყოს ეპისკოპოსი; ამას იგი არა ტიმოთესადმი ცალკე შეგონების რიგით აკეთებს, არამედ ისე, თითქოს ყველას ესაუბრება და ტიმოთეს მეშვეობით ყველას აწესრიგებს. და რას ამბობს? „უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს“ (), ამბობს, არ ვკიცხავ; რამეთუ ეს წინამძღოლობის საქმეა. თუ ვინმეს ისეთი მისწრაფება აქვს, რომ მხოლოდ მთავრობასა და ხელმწიფებას კი არ ეტრფის, არამედ...