„დიაკონნი ეგრეთვე წმიდა, ნუ ორისმეტყუელ, ნუ ღჳნოსა ფრიადსა მორჩილ, ნუ საძაგელის შემძინელ, აქუსმცა საიდუმლოჲ იგი სარწმუნოებისაჲ წმიდითა გონებითა. და ესენი გამო-ღა-იცადნენ პირველად, და მაშინღა დიაკონებდედ, უბრალომცა არიან.“ ().
1. დიაკონთა ღირსება და ღმრთისმსახურების საიდუმლო
როცა ეპისკოპოსებზე საუბრობდა, ისინი დაახასიათა, თქვა, რა უნდა ჰქონდეთ და რისგან უნდა იკავებდნენ თავს; ხოლო მღვდელთა დასი დატოვა და დიაკონებზე გადავიდა. რატომ მაინცდამაინც? იმიტომ, რომ მღვდლებსა და ეპისკოპოსებს შორის დიდი შუალედი არ არის. რადგან მათაც მინდობილი აქვთ სწავლება და ეკლესიის წინამძღვრობა; და რაც ეპისკოპოსებზე თქვა, ის მღვდლებსაც შეეფერება. რადგან ეპისკოპოსები მხოლოდ ხელდასხმის მხრივ არიან მღვდლებზე აღმატებულნი და, ჩანს, მხოლოდ ამით აქვთ მღვდლებზე უპირატესობა. „დიაკონნი ეგრეთვე“...