...ე, როცა ტიმოთეს წერს? იმას, რომ ვინც ახლახან შეეხო ქადაგებას, ეპისკოპოსობის დიდ ღირსებამდე აყვანა არ უნდა, პავლე დაახლოებით ასე ამბობს: „ნუ იქნება ახლად მოქცეული, რათა, გაამპარტავნებული, ეშმაკისავე სასჯელში და მის მახეში არ ჩავარდეს“ (); ანუ, ამბობს, რათა ეშმაკის მსგავსად იგივე არ შესცოდოს და ეშმაკივითვე იმავეთი არ დაისაჯოს.
4.
და ეს მხოლოდ აქედან კი არ არის ცხადი, არამედ იმითაც, რაც იმ ბოროტმა დემონმა ადამიანთა შორის პირველად შექმნილს ურჩია. რადგან როგორც კეთილებს სჩვევიათ მოყვასებს ის ურჩიონ, რითაც თვითონ გახდნენ კეთილნი, ასევე ბოროტებსაც სჩვევიათ მოყვასებს ისეთი რამ შეაგონონ, რითაც თვითონ გახდნენ უვარგისნი. რადგან მათი ბოროტების ერთ-ერთი სახეც სწორედ ეს არის: საკუთარ სასჯელში ნუგეშად სხვის წარწყმედას მიიჩნევენ. მაშ, რა ურჩია ეშმაკმა ადამს? ის, რომ საკუთარ ბუნებაზე უფრო მაღალი წარმოდგენა შეექმნა და ღმერთთან გათანასწორების იმედი ჰქონოდა. „თუ ამან მე ზეციდან გამომაგდო, - ამბობს იგი, - მით უმეტეს, სწორედ ეს გა...