ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაჲსა იყო გული და გონებაჲ ერთ და არცა ერთმან ვინ თქჳს მონაგები მისი თჳსად, არამედ იყო ყოველივე მათდა ზოგად (4,32).
თარგმანი: ყოველსავე ადგილსა ჰპოო ერთობაჲ აღმაშენებელ, ხოლო განწვალებაჲ დამარღუეველ ყოვლისა კეთილისა, ვითარ-ესე აწ ახალ-მორწმუნეთა ამათ, შეიწყნარეს რაჲ სახარებაჲ ქრისტესი, მყის დასთხინეს მონაგებნი და ყოველთა ძმათა სიყუარულით საზოგადოდ წინა-დაუსხნეს, რამეთუ ესე არს საზღვარი სიყუარულისაჲ, რაჲთა "ჩემი" განიჴადოს და ყოველი "ჩუენდად" იქმნას.