მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 5:3

2. და გამოაჴუა სასყიდლისა მისგან, – უწყოდა ესე ცოლმანცა მისმან, – და მოიღო ზოგი რაოდენიმე და დადვა ფერჴთა თანა მოციქულთასა.3. ხოლო პეტრე ჰრქუა მას: ანანია, რაჲსათჳს აღავსო გული შენი ეშმაკმან ცრუებად სულისა წმიდისა და გამოჴუებად სასყიდელსა მის დაბისასა?4. ანუ არა, იყო რაჲ, შენი იყო და, გან-რაჲ-ჰყიდე, ჴელმწიფებასვე შენსა იყოა? და რაჲსათჳს დაიდევ საქმე ეგე გულსა შენსა? არა ეცრუვე შენ კაცთა, არამედ ღმერთსა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 5
3. ხოლო პეტრე ჰრქუა მას: ანანია, რაჲსათჳს აღავსო გული შენი ეშმაკმან ცრუებად სულისა წმიდისა და გამოჴუებად სასყიდელსა მის დაბისასა?
თავი ე̂. ერთ-სულისა და ზოგადისა ზიარებისათჳს მორწმუნეთაჲსა და სიკუდილისათჳს ანანიაჲსსა და საპფირაჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო პეტრე ჰრქუა მას: ანანია, რაჲსათჳს აღავსო გული შენი ეშმაკმან ცრუებად სულისა წმიდისა და გამოჴუებად სასყიდელსა მის დაბისასა? ანუ არა, იყო რაჲ, შენი იყო და, გან-რაჲ-ჰყიდე, ჴელმწიფებასვე შენსა იყოა? და რაჲსათჳს დაიდევ საქმე ესე გულსა შენსა? არა ეცრუვე შენ კაცთა, არამედ ღმერთსა. ვითარცა ესმინეს სიტყუანი ესე ანანიას, დაეცა და სული წარჰჴდეს (5,3-5).:

თარგმანი: ესე სასწაული მკელობელისა მის აღდგინებისასა უსაკჳრველეს არს, რამეთუ სამი სახე აქუს: პირველად — ცნობაჲ პარულისაჲ მის; მეორედ — განცხადებაჲ დაფარულთა გულის-სიტყუათაჲ; მესამედ — მეყსა შინა სიკუდილი მისი, რომლისათჳს ვიეთნიმე აბრალებენ მოციქულსა, ვითარმედ ვინაჲთგან ეშმაკისა მიერი იყო საქმე იგი, რაჲსათჳს მოაკუდინა ანანია. გარნა ეკრძალე, საყუარელო, ნუ-უკუე პეტრეს თანა სულისაცა წმიდისა მგმობარ და მაბრალობელ იქმნა, რამეთუ სული წმიდაჲ იყო მის შორის მცნობელ და მბრძანებელ საქმედ ყოვლისავე. არამედ ისწავე მიზეზი საქმისაჲ, რამეთუ დასაბამიღა იყო მაშინ თესლთა ღმრთისმსახურებისათა აღმოცენებისაჲ, და მყის იწყო ეშმაკმან თესვად ღუარძლისა, ხოლო მოციქულმან აღმოფხურად, რაჲთა არა ძირნი განიბნეს შორის იფქლსა ღმრთისმსახურებისასა, და ვითარცა გესლი სასიკუდინე, მოჰკუეთა, რაჲთა არა განეზავოს ყოველსა გუამსა ეკლესიისასა. ამას თანა ჯერ-იყო. რაჲთა სხუანიცა შეძრწუნდენ პატიჟისა მისგან არა ბაძვად ბრალსა მისსა, რამეთუ მრავალგზის აქავე ტანჯვითა ცოდვილთაჲთა ორთა კეთილთა ჰყოფს ღმერთი: რაჲთა ტანჯულთა მათ ულხინოს საუკუნოდ, გინა თუ სრულიად განათავისუფლნეს-ცა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის