მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 5:12

11. და იყო შიში დიდი ყოველსა მას ზედა კრებულსა და ყოველთა, რომელთა ესმა ესე.12. ხოლო ჴელითა მოციქულთაჲთა იქმნებოდა სასწაულები და ნიშები მრავალი ერსა შორის და იყვნეს ყოველნი ერთბამად სტოასა მას სოლომონისსა.13. ხოლო სხუათა მათ ვერვის ძალ-ედვა შეხებად მათდა, რამეთუ ადიდებდა მათ ერი იგი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 5
12. ხოლო ჴელითა მოციქულთაჲთა იქმნებოდა სასწაულები და ნიშები მრავალი ერსა შორის და იყვნეს ყოველნი ერთბამად სტოასა მას სოლომონისსა.
თავი ე̂. ერთ-სულისა და ზოგადისა ზიარებისათჳს მორწმუნეთაჲსა და სიკუდილისათჳს ანანიაჲსსა და საპფირაჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო ჴელითა მოციქულთაჲთა იქმნებოდა სასწაულები და ნიშები მრავალი ერსა შორის, და იყვნეს ყოველნი ერთბამად სტოვასა მას სოლომონისსა, ხოლო სხუათა მათ ვერვის ძალ-ედვა შეხებად მათდა, რამეთუ ადიდებდა მათ ერი იგი (5,12-13).:

თარგმანი: რაჲთა არა დაგიკჳრდეს, ვითარმედ: ვითარ უტევნეს მოციქულნი ჰურიათა დატევებად სახლთა მათთა და მოწფებითურთ ერთბამად ყოფად სახელ-განთქუმულსა მას სტოვასა, რომელი-იგი მხოლოჲ დაშთომილ იყო სოლომონის შენებულისაგანი დიდისა მისგან ტაძრისა. ამისთჳს პირველვე იტყჳს, ვითარმედ: შემდგომად ყოველთა შეძრწუნებისა უმრავლესთა სასწაულთა ჰყოფდეს მოციქულნი და მათ ძლით კუალად უმეტეს ადიდებდა მათ ერი იგი, ვიდრეღა ვერვის სხუასა ძალ-ედვა აღრევად მათ თანა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის