თარგმანი: საკჳრველ თუ ვისმე უჩნდეს ამის გამალიელისი ესოდენ გულისჴმის-მყოფელისა პავლეს მოძღურისა და ყოვლად საქებელისაჲ, ვითარ ჯერეთ არა შერთულ იყო რიცხუსა მოციქულთა და მორწმუნეთასა; არამედ გულისჴმა-ყავნ, რამეთუ ჯერეთ არცა პავლე ფერჴთა მისთაგან განყოფილ იყო და მოსრულ სარწმუნოებასა ქრისტესსა. ხოლო რაჟამს პავლე მოუჴდა, არცა იგი დააკლდა სავსებასა მათსა, რომელთა აწ, პირველ მორწმუნე-ქმნისა, მხოლოდ კეთილისა ოდენ ნებისა და გულისჴმის-ყოფისა ქონებითა შეეწია.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 5:34
33. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, განიხერხებოდეს და განიზრახვიდეს მოკლვასა მათსა.34. ხოლო აღ-ვინმე-დგა კრებულსა მას შორის ფარისეველი, სახელით გამალიელ, სჯულის მოძღუარი, პატიოსანი ყოველსა ერსა შორის, და ბრძანა მცირედ გარე განყვანებაჲ მოციქულთაჲ,35. და ჰრქუა მათ: კაცნო ისრაიტელნო, ეკრძალენით თავთა თქუენთა კაცთა ამათგან, რაჲ გეგულებით ყოფად?
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 5