მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 5:18

17. აღდგა მღდელთ მოძღუარი იგი და ყოველნი მისთანანი, რომელ-იგი იყო წვალებაჲ სადუკეველთაჲ აღივსნეს შურითა.18. და დაასხნეს ჴელნი მათნი მოციქულთა ზედა და შესხნეს იგინი საპყრობილესა შინა დამარხვად ხვალისამდე.19. ხოლო ანგელოზმან უფლისამან ღამე განუხუნა კარნი საპყრობილისანი და გამოიყვანნა იგინი და ჰრქუა:
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 5
18. და დაასხნეს ჴელნი მათნი მოციქულთა ზედა და შესხნეს იგინი საპყრობილესა შინა დამარხვად ხვალისამდე.
თავი ვ̂. ვითარ ანგელოზისა მიერ განტევებულ იქმნნეს მოციქულნი, საპყრობილესა შეყენეგულნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
აღდგა მღდელთმოძღუარი იგი და ყოველნი მის-თანანი, რომელ-იგი იყო წვალებაჲ სადუკეველთაჲ. აღივსნეს შურითა და დაასხნეს ჴელნი მათნი მოციქულთა ზედა და შესხნეს იგინი საპყრობილესა შინა დამარხვად ხვალისამდე. (5,17-18).:

თარგმანი: ესრეთ ჰნებავს ღმერთსა ყოველთავე ღმრთისმსახურებით ცხორებულთათჳს, რაჲთა ოდესმე ევნებოდის შემთხუევითა განსაცდელთაჲთა, და ოდესმე აღივსებოდინ ნუგეშინის-ცემითა ღმრთისა მიერ, ვითარ-ესე აწ მოციქულნი, ოდესმე იდიდებოდეს სასწაულთა მიერ, ხოლო ოდესმე იტანჯებოდეს მოშურნეთა მიერ, რამეთუ აჰა ბირებითა სადუკეველთაჲთა, რომელთა-იგი ეძჳნებოდა, რამეთუ აღდგომისა ქადაგებითა მოციქულნი დაჰჴსნიდეს წვალებასა მათსა, რომელნი იტყოდეს არა-აღდგომასა მკუდართასა, ამისთჳს აღადგინეს მღდელთმოძღუარი გულისწყრომით შესხმად მოციქულთა საპყრობილესა, რაჲთა პირველად მოშიშ-ყვნენ იგინი პყრობილებითა მით, და ეგრეთღა წარადგინნენ იგინი სამშჯავროსა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის