თარგმანი: ერისაგან ოდენ მოშიშ არიან, ხოლო ღმრთისაგან უშიშ, და უგულისჴმო საკჳრველებათა მისთა. ამისთჳს მის მიერ განტევებულთა კუალად სამშჯავროდ წარადგინებენ, არა მძლავრებით მიზიდულთა, არამედ კადნიერებით მიმავალთა მათდა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 5:25
24. და ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე ერისთავსა მას ტაძრისასა და მღდელთ მოძღუართა, განიზრახვიდეს მათთჳსმ ვითარმედ: რაჲმე იქმნა ესე?25. მო-ვინმე-ვიდა და უთხრა მათ და ჰრქუა, ვითარმედ: აჰა ეგერა კაცნი იგი, რომელნი თქუენ შესხენით საპყრობილესა, არიან ტაძარსა შინა, დგანან და ასწავებენ ერსა.26. მაშინ წარვიდა ერისთავი იგი მსახურთა თანა და მოიყვანნა იგინი არა ძლით, რამეთუ ეშინოდა ერისა მის, ნუუკუე ქვაჲ დაჰკრიბონ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 5