მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 5:13

12. ხოლო ჴელითა მოციქულთაჲთა იქმნებოდა სასწაულები და ნიშები მრავალი ერსა შორის და იყვნეს ყოველნი ერთბამად სტოასა მას სოლომონისსა.13. ხოლო სხუათა მათ ვერვის ძალ-ედვა შეხებად მათდა, რამეთუ ადიდებდა მათ ერი იგი.14. უფროჲს-ღა შეეძინებოდეს მორწმუნენი უფალსა, სიმრავლე მამათაჲ და დედათაჲ,
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 5
13. ხოლო სხუათა მათ ვერვის ძალ-ედვა შეხებად მათდა, რამეთუ ადიდებდა მათ ერი იგი.
თავი ე̂. ერთ-სულისა და ზოგადისა ზიარებისათჳს მორწმუნეთაჲსა და სიკუდილისათჳს ანანიაჲსსა და საპფირაჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო ჴელითა მოციქულთაჲთა იქმნებოდა სასწაულები და ნიშები მრავალი ერსა შორის, და იყვნეს ყოველნი ერთბამად სტოვასა მას სოლომონისსა, ხოლო სხუათა მათ ვერვის ძალ-ედვა შეხებად მათდა, რამეთუ ადიდებდა მათ ერი იგი (5,12-13).:

თარგმანი: რაჲთა არა დაგიკჳრდეს, ვითარმედ: ვითარ უტევნეს მოციქულნი ჰურიათა დატევებად სახლთა მათთა და მოწფებითურთ ერთბამად ყოფად სახელ-განთქუმულსა მას სტოვასა, რომელი-იგი მხოლოჲ დაშთომილ იყო სოლომონის შენებულისაგანი დიდისა მისგან ტაძრისა. ამისთჳს პირველვე იტყჳს, ვითარმედ: შემდგომად ყოველთა შეძრწუნებისა უმრავლესთა სასწაულთა ჰყოფდეს მოციქულნი და მათ ძლით კუალად უმეტეს ადიდებდა მათ ერი იგი, ვიდრეღა ვერვის სხუასა ძალ-ედვა აღრევად მათ თანა.

ფსალმუნი 46-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ქრისტეს ხელმწიფება და მოციქულთა ძალა:

...აოდენი სურვილი, რაოდენი შური, რაოდენი შურის-გებაჲ“** (), ასე თრთოდნენ ისინი მოციქულთა წინაშე და ეშინოდათ მათი. და ლუკაც კვლავ წერდა და ამბობდა: „ხოლო სხუათა მათ ვერვის ძალ-ედვა შეხებად მათდა, რამეთუ ადიდებდა მათ ერი იგი“ (). და კვლავ: „რაჲ გნებავს? კუერთხითა მოვიდე თქუენდა, ანუ სიყუარულითა და სულითა მშჳდობისაჲთა?“ ().

4. რჩეული სამკვიდრებელი და ქრისტეს ამაღლება

იხილე თვითხელმწიფება და ძალაუფლება? ყოველივე ამას ის სიტყვა აღასრულებდა, რომელიც მან მათი წარგზავნისას თქვა: „მე თქუენ თანა ვარ“ (). თავად ქრისტე მიდიოდა მათ წინ და დაბრკოლებებს აშორებდა; იგი ყოველივეს უადვილებდა და ძნელს იოლად აქცევდა. თუმცა ყოველივე ომებით იყო სავსე, ყოველივე — უფსკრულებითა და კლდეებით; არსად მოიძებნებოდა ადგილი, რომ ფეხი დაედგათ ან დამდგარიყვნენ. ყველა ნავსაყუდელი ჩახერგილი იყ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 109-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. მომავალი დღე და წმინდანთა ბრწყინვალება:

...ბრწყინავდნენ და ღვთისმოსაობის თესლებს თესავდნენ? რადგან როგორც ზეციდან ჩამოსული ანგელოზები, ისე იყვნენ ყველასთვის მიუწვდომელნი. ამას აჩვენებდა საქმეების წიგნის შემდგენელიც, როცა ამბობდა: „ხოლო სხუათა მათ ვერვის ძალ-ედვა შეხებად მათდა“ (). რადგან მათი სამოსელიც დიდი მადლით იყო სავსე და მათი სხეულების ჩრდილებიც დიდ ძალას აჩვენებდნენ. ხოლო თუ აქ ასეთნი იყვნენ, წარმოიდგინე, იმ დღეს, როცა უხრწნელ სხეულებს მიიღებენ, როცა უკვდავ სხეულებს მიიღებენ, როცა ისეთ სხეულებს მიიღებენ, რომლებიც ყოველ ხილულ ბრწყინვალებაზე მეტად ბრწყინავენ, როგორები იქნებიან ისინი და მათი მსგავსნი: წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, მართალნი, მოწამენი, აღმსარებელნი და ყველანი, ვინც ქრისტესადმი რწმენაში საუკეთესო ცხოვრების წესით გამობრწყინდნენ. წარმოიდგინე ის დასები, ის ლამპრები, ის სხივები, დიდება, მშვენიერება, ნათელი სიხარული და საზეიმო კრებული. ვინ წარმოაჩენს ამას?

სიტყვა ვერავითარი; მხოლოდ გამოცდილება ნათლად ა...

სრულად ნახვა