თარგმანი: ესოდენ მოშიშ იყო ერი იგი, რომელ შემდგომად დაფლვისა ანანიაჲსსა სამი ჟამი გარდაჴდა შორის და ვერცა ერთმან ვინ იკადრა თხრობად ცოლისა მისისა სიკუდილი მისი. ხოლო მოციქულსა ძალ-ედვა მოწოდებაჲ მისი, არამედ დრო სცა, ნუ-უკუე მიმყოვრებასა ჟამისასა გულისჴმა-ყოს ბრალი იგი პარვისაჲ და შე-რაჲ-ვიდა კითხვითა მით ადგილ-სცა აღსაარებად და სინანულად, ხოლო მან უგულისჴმოებითა დაიმკჳდრა სასჯელი ქმრისა თჳსისაჲ, რამეთუ ფერჴთა თანა პეტრესთა დაცემითა ესე გუეუწყების, ვითარმედ თჳსაგან განიყვანა იგი მოციქულმან, რაჲთა არა ჰრცხუენოდის ერისაგან აღსაარებად ბრალისა, არამედ იგი შეთქუმულებითა ბოროტსა თანა ვერ მოვიდა გულისჴმის-ყოფად კეთილისა, და სიკუდილი მისი ყოველთა სწავლის, ვითარმედ: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი, რომელ არს პეტრეს შორის მყოფი მადლი ყოვლად-წმიდისა სულისაჲ, რომელსა არარაჲ დაეფარვის. ხოლო შესლვითა მით ჭაბუკთაჲთა ცხად არს, ვითარმედ მაშინვე დაეჴსნა მოციქულთა წესი იგი ძუელისა შჯულისაჲ, რომელი ბრძანებს ვიდრე მწუხრამდე არა შესლვად შინა მკუდრის დამფლველთა. აჰა იგივე ანანიაჲს დამფლველნი შევიდეს დაფლვად განღებად საპფირაჲსსაცა. გარნა შენ იხილე, ვითარ...
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 5:6
5. ვითარცა ესმინეს სიტყუანი ესე ანანიას, დაეცა და სული წარჰჴდეს. და დაეცა შიში დიდი ყოველთა, რომელთა ესმა ესე.6. და აღდგეს ჭაბუკნი და შემოსეს იგი და განიღეს და დაჰფლეს.7. და იყო ვითარ სამისა ოდენ ჟამისა დაყოვნება, და ცოლმან მისმან არა უწყოდა საქმე ესე, და შევიდა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 5