მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 5:19

18. და დაასხნეს ჴელნი მათნი მოციქულთა ზედა და შესხნეს იგინი საპყრობილესა შინა დამარხვად ხვალისამდე.19. ხოლო ანგელოზმან უფლისამან ღამე განუხუნა კარნი საპყრობილისანი და გამოიყვანნა იგინი და ჰრქუა:20. მივედით და დადეგით და ეტყოდეთ ტაძარსა შინა ერსა მას ყოველთა მათ სიტყუათა ამის ცხორებისათა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 5
19. ხოლო ანგელოზმან უფლისამან ღამე განუხუნა კარნი საპყრობილისანი და გამოიყვანნა იგინი და ჰრქუა:
თავი ვ̂. ვითარ ანგელოზისა მიერ განტევებულ იქმნნეს მოციქულნი, საპყრობილესა შეყენეგულნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო ანგელოზმან უფლისამან ღამე განუხუნა კარნი საპყრობილისანი და გამოიყვანნა იგინი და ჰრქუა: მივედით და დადეგით და ეტყოდეთ ტაძარსა შინა ერსა მას ყოველთა მათ სიტყუათა ამის ცხორებისათა. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, შევიდეს ცისკარს ოდენ ტაძრად და ასწავებდეს (5,19-21).:

თარგმანი: ზოგად ნუგეშინისცემისათჳს მოციქულთაჲსა და სარგებელისათჳს ჰურიათაჲსა იქმნა ანგელოზისა მიერ გამოყვანებაჲ მოციქულთაჲ საპყრობილით, რაჲთა იგინი კადნიერებით ქადაგებდენ, ხოლო ესენი არღარა ჴელ-ჰყოფდენ დაყენებად ქადაგებასა მათსა, ამისთჳს ანგელოზი არა სივლტოლად და დამალვად, არამედ მისლვად და დგომად აწუევს და ქადაგებად ტაძარსა შინა, რომელცა-იგი ყვეს აღვსებულთა უმეტესითა კადნიერებითა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის