მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 5:27

26. მაშინ წარვიდა ერისთავი იგი მსახურთა თანა და მოიყვანნა იგინი არა ძლით, რამეთუ ეშინოდა ერისა მის, ნუუკუე ქვაჲ დაჰკრიბონ.27. და ვითარცა მოიყვანნეს იგინი დაადგინეს შორის კრებულსა და ჰკითხვიდა მათ მღდელთ მოძღუარი იგი28. და ჰრქუა: არა მცნებით გამცენით თქუენ, რაჲთა არღარა ასწავებდეთ სახელითა ამით, და აჰა-ესერა აღგივსიეს იერუსალჱმი მოძღურებითა თქუენითა და გნებავს მოწევნად ჩუენ ზედა სისხლი კაცისაჲ ამის?
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 5
27. და ვითარცა მოიყვანნეს იგინი დაადგინეს შორის კრებულსა და ჰკითხვიდა მათ მღდელთ მოძღუარი იგი
თავი ვ̂. ვითარ ანგელოზისა მიერ განტევებულ იქმნნეს მოციქულნი, საპყრობილესა შეყენეგულნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა მოიყვანნეს იგინი დაადგინნეს შორის კრებულსა, და ჰკითხვიდა მათ მღდელთმოძღუარი იგი და ჰრქუა: არა მცნებით გამცენით თქუენა, რაჲთა არღარა ასწავებდეთ სახელითა ამით? და აჰა-ესერა, აღგივსიეს იერუსალემი მოძღურებითა თქუენითა და გნებავს მოწევნად ჩუენ ზედა სისხლი კაცისაჲ ამის? (5,27-28).:

თარგმანი: არა ჰკითხვენ თუ — ვითარ გამოხუედით საპყრობილით? - რაჲთა არა იქადაგოს ძლიერებაჲ ღმრთისაჲ, რომელმან დაკრძალულთაგან კართა და გარე-მოდგომილთა მცველთა, სახედ მფრინველთა გამოიტაცნა იგინი, არამედ ვითარმცა აღეთქუა მათდა მორჩილებაჲ, რაჲთა დაიდუმონ სახელი ქრისტესი, ეგრეთ აბრალებენ, ვითარცა გარდასრულთა, რაჲ-იგი არა აღეთქუა მათდა, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: ვერ ჴელ-გუეწიფების არა-ქადაგებაჲ მაგისი, რომლისათჳს თქუენ გუაწუევთ დუმილსა. გარნა შენ იხილე, ვითარ მსაჯულნი მოშიშ არიან დაშჯილთაგან ქადაგთა აღდგომისათა, რამეთუ აღვსებაჲ იერუსალემისაჲ ქადაგებითა ქრისტეს აღდგომისაჲთა განაქიქებდა ღმრთის-მკლველობასა ჰურიათასა, ვინაჲცა იჯმნიან სისხლისაგან, რომლისაჲ მაშინ თქუეს, ვითარმედ: "ჩუენ ზედა იყავნ და შვილთა ჩუენთა ზედა" (), და, ვითარცა ლიტონი კაცი, ჯუარს-აცუეს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის