თარგმანი: ესეცა წინა-მოასწავა მჴსნელმან, ვითარმედ: რომელსა ვჰრწმენე მე საქმეთა, რომელთა მე ვიქმ, მანცა ქმნნეს და უფროჲს ამათსა ქმნნეს, რამეთუ აჰა აჩრდილი პეტრესი ჰკურნებს, რომელი-ესე არასადა წერილ არს უფლისათჳს, დაღაცათუ ესეცა სახელითა მისითა იქმოდა. ხოლო არა სასწაულთა ოდენ საქმე, არამედ ცხორებისაცა მოციქულთაჲსა სიმაღლე და მოღუაწებისა მათისა ჴორცთა შინა უჴორცოებაჲ, ამას თანა გონებისაცა მათისა სიმდაბლე, ვითარ არარას სასწაულთაგანსა მიიჩემებდეს თჳსად, არამედ ყოველსავე ღმერთსა და მოძღუარსა მათსა ქრისტესა განუკუთნებდეს, ფრიადსა ერსა მორწმუნეთასა შესძინებდა უფალსა, არა ხოლო ქალაქით, არამედ გარემოჲსაცა სოფლებისაგან.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 5:15
14. უფროჲს-ღა შეეძინებოდეს მორწმუნენი უფალსა, სიმრავლე მამათაჲ და დედათაჲ,15. ვითარმედ უბანთაცა ზედა გამოაქუნდეს უძლურნი და დასდგმიდეს ცხედრებითა და საკაცებითა, რაჲთა მოსლვასა მას პეტრესსა აჩრდილი ოდენ მისი შეადგეს მათგანსა.16. და შეკრბებოდა სიმრავლე გარემო ქალაქებისაჲ იერუსალჱმს და მოაქუნდეს უძლურნი და შეპყრობილნი სულთაგან არაწმიდათა და განიკურნებოდეს ყოველნი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 5