და ვითარცა განაჩინეს ნავითა წარსლვაჲ ჩუენი იტალიად, მისცეს პავლე და სხუანი ვინმე პყრობილნი ასისთავსა, სახელით ივლიოსს, გუნდისა სევასტიელისაჲ. შევედით ნავსა ადრამიტჳნელსა, რომელი მიმავალ იყო ადგილთა მათ ასიაჲსათა, და, აღვჴედით რაჲ, ჩუენ თანა იყო არისტარხოს მაკედონელი, თესალონიკელი (27,1-2).
თარგმანი: აჰა მოძღუარი ყოვლისა სოფლისაჲ სხუათა პყრობილთა თანა მიეცა ივლიოსს ასისთავსა, რომელი იყო გუნდისაგან სევასტიელთაჲსა, რაჲთა წარიყვანოს იტალიას, რომელ არს ქუეყანაჲ ჰრომისაჲ. ხოლო ნავი იგი, რომელსა...