თარგმანი: საკჳრველ არს, ვითარ ესევითარსა ჟამსა ზამთრისასა ესოდენთა ღელვათა შინა დაშთეს პავლე და მის მიერ მის თანანი იგი ყოველნი ცოცხლად, ვინაჲცა ფრიადისა მისგან არმურისა არცა მზე გინა მთოვარე იხილვებოდა მრავალთა დღეთა. და არა ხოლო ტჳრთი გინა ჭურჭელი ნავისაჲ წარწყმდა, არამედ თჳთ ნავისაცა მის დაჴსნად მიუშუა ღმერთმან, რაჲთა არღარაჲს სხჳსა, არამედ პავლეს ლოცვათა მიერ განრინებულობაჲ ყოველთა მათ კაცთაჲ საცნაურ იქმნეს ყოველთა შორის.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 27:21
20. ხოლო არცა მზე, არცა ვარსკულავი ჩნდა მრავალთა დღეთა, რამეთუ ზამთარი დიდი იყო. მიერითგან წარვიწირეთ სასოებაჲ ყოველი ცხორებად ჩუენდა.21. და ფრიადი უზმობაჲ იყო. მაშინ პავლე აღდგა შორის მათსა და თქუა: ჯერ-იყო, ჵ კაცნო, რაჲთამცა მერჩდით მე და არა წარხუედით კრიტით და შეიძინეთ ჭირი ესე და ზღვევაჲ.22. და აწცა გეტყჳ თქუენ, გულ-დებულ იყვენით, რამეთუ განჴუებაჲ სულისაჲ არცა ერთისაჲ იყოს თქუენგან, თჳნიერ ხოლო ნავისა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 27