მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 27:6

5. მაშინ უფსკრული იგი კილიკიისაჲ და პამფილიისაჲ განვლეთ და შთავედით მჳრა ქალაქად ლუკიისა.6. და მუნ პოა ასისთავმან მან ნავი ალექსანდრიისაჲ, რომელი მივიდოდა იტალიად, და შემსხნა ჩუენ მას შინა.7. ხოლო მრავალთა დღეთა მძიმედ ვიდოდეთ და ძნიად მივიწიენით კნიდონდ, რამეთუ არა გჳტევებდა ჩუენ ქარი იგი, და თანაწარვლეთ კრიტი სალმონით კერძო.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 27
6. და მუნ პოა ასისთავმან მან ნავი ალექსანდრიისაჲ, რომელი მივიდოდა იტალიად, და შემსხნა ჩუენ მას შინა.
თავი ლ̂ჱ. ჰრომედ წარსლვისათჳს პავლესსა და ზღუასა შინა ღელვა-გუემულებისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და მუნ პოვა ასისთავმან ნავი ალექსანდრიისაჲ, რომელი მივიდოდა იტალიად, და შემსხნა ჩუენ მას შინა (27,6).:

თარგმანი: ესეცა ზეგარდამო განეგებოდა, ვინაჲთგან ყოვლისა სოფლისა მოძღუარი იყო პავლე და ყოველნი კიდენი მიელოდეს ჰამბავსა მისსა. ამისთჳს ნავნი იცვალებიან, რაჲთა ასიელმან მიუთხრას ასიელთა და ალექსანდრიელმან ალექსანდრიელთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის