თარგმანი: აწღა იწყეს რწმუნებად პავლესსა, რაჟამს განისწავლნეს ჭირისა მისგან განგრძობილისა და მიმოდაიტაცნეს უფსკრულსა შინა ანდრიასა. და მენავენი იგი ჯერეთ ვერაგობენ-ღა და გონიერობენ მოზომითა და სანდლითა ლტოლვასა. ხოლო პავლე აყენებს, არა თუ საჴმრად რადმე ნავისა, არამედ რაჲთა არა განცრუვნეს წინაჲსწარმეტყუელებაჲ მისი, არცა ცუდ იქმნეს ლოცვაჲ მისი ზოგად ყოველთა ცხორებისათჳს, ვინაჲთგან უწყოდა, ვითარმედ, უკუეთუ განეშორნენ მათ, დანთქმად არიან ჴუამალდითა მით, რამეთუ ნავი იგი და მას შინა მყოფნი პავლესთჳს იცვებოდეს. ამისთჳს შეაშინა ასისთავი იგი მის თანა მჴედრებითურთ, რაჲთა არა განუტევნენ მენავენი იგი, რომელნი დაინთქმოდეს ურწმუნოებითა პავლეს სიტყუათაჲთა. ხოლო ასისთავმან, ჭირთა მათგან მორწმუნე ქმნულმან, ისმინა პავლესი, განუკუეთა საბელი და ჴუამალდი იგი წარსატაცებელ ყო ღელვათა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 27:28
27. ხოლო ვითარცა მეათოთხმეტე ღამე მოიწია და მიმოვეტაცენით ჩუენ ანდრიასა შინა, შუა ღამეს ოდენ ჰგონებდეს მენავენი იგი მიწევნად რომელსამე სოფელსა.28. და გარდაუტევეს საზომი და პოვეს ოც მჴარ. და მცირედ და-რე-ყოვნეს და კუალად მოზომეს და პოვეს ათხუთმეტი მჴარი.29. და ეშინოდა, ნუუკუე კბოდოანსა ადგილსა განცჳვენ, ბოლოჲთ კერძო ნავისა მის გარდასთხინეს ოთხნი კავნი და ილოცვიდეს განთენებასა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 27