თარგმანი: იხილე სახიერებაჲ ღმრთისაჲ, რომელ განთენებამდე დაიცვა ნავი, და კაცთა მათ სიყმილი განაძღო, ვიდრეღა იფქლისაცა გარდასხმითა ღონე-ჰყოფდეს შეწევნად ნავისა, არამედ ვინაჲთგან დაჴსნაჲ მისი ბრძანებულ იყო, ყოველი დონე უძჳრესად მიიწეოდა მისთჳს. რამეთუ ესოდენღა სცვიდა მას ღმერთი, ვიდრემდის მიაახლნეს ჴმელსა სულნი იგი ორას სამეოც და ათექუსმეტნი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 27:40
39. და რაჟამს განთენა, ქუეყანაჲ იგი ვერ იცნეს, ყურესა რასმე განიცდიდეს, რომლისა იყო ზღჳს კიდე, სადა-იგი ეგულებოდა, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, განდგინებაჲ ნავისაჲ მის.40. მოჰჴსნნეს კავნიცა იგი და მიუტევნეს ზღუად, და მათ თანა მიუტევნეს შესაუღლველნიცა იგი საჭეთანი და აღუპყრეს აფრაჲ მცირე, და ქარით კერძო ეპყრა ზღჳს კიდით კერძო.41. და ვითარცა შეცჳვეს უმძაფრესსა ადგილსა, დაჰკიდეს ნავი იგი. და, რამეთუ თავით კერძოჲ იგი უმაგრესად დგა, ეგო უძრავად, ხოლო ბოლოჲთ კერძო იგი დაირღუეოდა სიმძაფრითა ღელვათაჲთა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 27