თარგმანი: ესე კუალად სხუაჲ საკჳრველებაჲ, თუ ვითარ ღელვათავე ჭირსა თანა სიყმილითაცა განიკაფებოდეს ესოდენთა მათ დღეთა და არცა ერთი მათგანი მოკუდა. ვინაჲცა აწ, ვითარცა განრომილთა და ცხორებასა მიმთხუეულთა, უზრუნველად უტყჳს მათ პავლე მიღებად საზრდელისა, "რამეთუ ესე თქუენისა ცხორებისათჳს არს". რაჲ "ესე"? არამედ მიღებაჲ საზრდელისაჲ მიზეზ სიცოცხლისა ექმნების, რაჲთა არა მოსწყდენ სიყმილითა, რომელთაჲ-იგი ღმერთსა უბრძანებიეს არცაღა თმაჲ ერთი მათი წარწყმედად ღელვათა მიერ. ესე თქუა და პირველად თჳთ სახე განუგო ჭამისაჲ, რაჲთა პირველად მადლი შეწირონ ღმრთისა, რომელმან ესოდენთა დღეთა მისცა მათ ძალი არა წარწყმედად შიშისა მიერ და სიყმილისა, და ეგრეთღა ჭამონ და განძლიერდენ, ვითარცა მორწმუნე ქმნილნი ცხოვნებისანი, ესოდენნი იგი მრავალრიცხუნი და ყოველნი ღმრთისა მიერ განრინებულნი და განძლიერებულნი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 27:36
35. და ესე ვითარცა თქუა, მოიღო პური, ჰმადლობდა ღმერთსა წინაშე ყოველთასა და განტეხა და იწყო ჭამად.36. გულს-მოდგინე იქმნეს ყოველნი და მათცა მიიღეს საზრდელი.37. ხოლო ვიყვენით ნავსა მას შინა ყოველნი კაცნი ორას სამეოც და ათექუსმეტი სული.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 27