მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 27:7

6. და მუნ პოა ასისთავმან მან ნავი ალექსანდრიისაჲ, რომელი მივიდოდა იტალიად, და შემსხნა ჩუენ მას შინა.7. ხოლო მრავალთა დღეთა მძიმედ ვიდოდეთ და ძნიად მივიწიენით კნიდონდ, რამეთუ არა გჳტევებდა ჩუენ ქარი იგი, და თანაწარვლეთ კრიტი სალმონით კერძო.8. და ვითარცა ძლით წარმოვირჩიეთ იგი, მოვედით ადგილსა რასმე, რომელსა ერქუა ტბები კეთილი, რომელსა ეახლა ქალაქი ლასიაჲ.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 27
7. ხოლო მრავალთა დღეთა მძიმედ ვიდოდეთ და ძნიად მივიწიენით კნიდონდ, რამეთუ არა გჳტევებდა ჩუენ ქარი იგი, და თანაწარვლეთ კრიტი სალმონით კერძო.
თავი ლ̂ჱ. ჰრომედ წარსლვისათჳს პავლესსა და ზღუასა შინა ღელვა-გუემულებისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო მრავალთა დღეთა მძიმედ ვიდოდეთ და ძნიად მივიწიენით კნიდონდ, რამეთუ არა გჳტევებდა ჩუენ ქარი იგი. და თანა-წარვლეთ კრიტი სალმუნით კერძო. და ვითარცა ძლით წარმოვარჩიეთ იგი, მოვედით ადგილსა რასმე, რომელსა ერქუა ტბები კეთილი, რომელსა ეახლა ქალაქი ლასიაჲ (27,7-8).:

თარგმანი: იხილე შეწევნაჲ მხდლისა ღმრთისაჲ, რამეთუ ვინაჲთგან ზღუაჲ მღელვარე იყო, ამისთჳს არა უტევებდა მათ ქარი იგი შინაგან სიღრმესა შესლვად, არამედ მძლავრ კიდეთა აყვანებდა და ჭალაკთა და ნავთსადგურთა კეთილთა მიაყვანებდა, რაჲთა არა პელაღონსა შინა დაინთქნენ. რამეთუ არს ჟამი ოდესმე, რომელ კიდენი უმოლხინეს არიან, რაჟამს გული ზღჳსაჲ და სიღრმე უფსკრულთაჲ მძჳნვარეობდეს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის