თარგმანი: აწღა იწყეს რწმუნებად პავლესსა, რაჟამს განისწავლნეს ჭირისა მისგან განგრძობილისა და მიმოდაიტაცნეს უფსკრულსა შინა ანდრიასა. და მენავენი იგი ჯერეთ ვერაგობენ-ღა და გონიერობენ მოზომითა და სანდლითა ლტოლვასა. ხოლო პავლე აყენებს, არა თუ საჴმრად რადმე ნავისა, არამედ რაჲთა არა განცრუვნეს წინაჲსწარმეტყუელებაჲ მისი, არცა ცუდ იქმნეს ლოცვაჲ მისი ზოგად ყოველთა ცხორებისათჳს, ვინაჲთგან უწყოდა, ვითარმედ, უკუეთუ განეშორნენ მათ, დანთქმად არიან ჴუამალდითა მით, რამეთუ ნავი იგი და მას შინა მყოფნი პავლესთჳს იცვებოდეს. ამისთჳს შეაშინა ასისთავი იგი მის თანა მჴედრებითურთ, რაჲთა არა განუტევნენ მენავენი იგი, რომელნი დაინთქმოდეს ურწმუნოებითა პავლეს სიტყუათაჲთა. ხოლო ასისთავმან, ჭირთა მათგან მორწმუნე ქმნულმან, ისმინა პავლესი, განუკუეთა საბელი და ჴუამალდი იგი წარსატაცებელ ყო ღელვათა.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 27:30
29. და ეშინოდა, ნუუკუე კბოდოანსა ადგილსა განცჳვენ, ბოლოჲთ კერძო ნავისა მის გარდასთხინეს ოთხნი კავნი და ილოცვიდეს განთენებასა.30. ხოლო მენავეთა მათ ეგულებოდა სივლტოლაჲ ნავისა მისგან და გარდაუტევეს ჴუამალდი იგი ზღუად, მიზეზად რეცა თუ თავით კერძო ნავისა მის განჰმარტებენ კავთა.31. მაშინ პავლე ჰრქუა ასისთავსა მას და ერის კაცთა: უკუეთუ ესენი არა იყვნენ ნავსა შინა, თქუენ განრინებად ვერ ჴელ-გეწიფების.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 27