თარგმანი: იხილე სახიერებაჲ ღმრთისაჲ, რომელ განთენებამდე დაიცვა ნავი, და კაცთა მათ სიყმილი განაძღო, ვიდრეღა იფქლისაცა გარდასხმითა ღონე-ჰყოფდეს შეწევნად ნავისა, არამედ ვინაჲთგან დაჴსნაჲ მისი ბრძანებულ იყო, ყოველი დონე უძჳრესად მიიწეოდა მისთჳს. რამეთუ ესოდენღა სცვიდა მას ღმერთი, ვიდრემდის მიაახლნეს ჴმელსა სულნი იგი ორას სამეოც და ათექუსმეტნი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 27:41
40. მოჰჴსნნეს კავნიცა იგი და მიუტევნეს ზღუად, და მათ თანა მიუტევნეს შესაუღლველნიცა იგი საჭეთანი და აღუპყრეს აფრაჲ მცირე, და ქარით კერძო ეპყრა ზღჳს კიდით კერძო.41. და ვითარცა შეცჳვეს უმძაფრესსა ადგილსა, დაჰკიდეს ნავი იგი. და, რამეთუ თავით კერძოჲ იგი უმაგრესად დგა, ეგო უძრავად, ხოლო ბოლოჲთ კერძო იგი დაირღუეოდა სიმძაფრითა ღელვათაჲთა.42. ხოლო ერის კაცთა მათ ზრახვა-ყვეს, რაჲთა მოსწყჳდნენ პყრობილნი იგი, ნუუკუე განვინმე-ცურდეს და ივლტოდის.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 27