თარგმანი: ესე კუალად სხუაჲ საკჳრველებაჲ, თუ ვითარ ღელვათავე ჭირსა თანა სიყმილითაცა განიკაფებოდეს ესოდენთა მათ დღეთა და არცა ერთი მათგანი მოკუდა. ვინაჲცა აწ, ვითარცა განრომილთა და ცხორებასა მიმთხუეულთა, უზრუნველად უტყჳს მათ პავლე მიღებად საზრდელისა, "რამეთუ ესე თქუენისა ცხორებისათჳს არს". რაჲ "ესე"? არამედ მიღებაჲ საზრდელისაჲ მიზეზ სიცოცხლისა ექმნების, რაჲთა არა მოსწყდენ სიყმილითა, რომელთაჲ-იგი ღმერთსა უბრძანებიეს არცაღა თმაჲ ერთი მათი წარწყმედად ღელვათა მიერ. ესე თქუა და პირველად თჳთ სახე განუგო ჭამისაჲ, რაჲთა პირველად მადლი შეწირონ ღმრთისა, რომელმან ესოდენთა დღეთა მისცა მათ ძალი არა წარწყმედად შიშისა მიერ და სიყმილისა, და ეგრეთღა ჭამონ და განძლიერდენ, ვითარცა მორწმუნე ქმნილნი ცხოვნებისანი, ესოდენნი იგი მრავალრიცხუნი და ყოველნი ღმრთისა მიერ განრინებულნი და განძლიერებულნი.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 27:33
32. მაშინ ერისგანთა მათ განუკუეთნეს საბელნი იგი ჴუამალდისანი და მიუშუეს იგი წარტაცებად ღელვათა.33. და ვითარცა განთენდებოდა, ჰლოცვიდა ყოველთა პავლე მიღებად საზრდელისა და ჰრქუა: მეათოთხმეტე დღე არს დღეს, ვინაჲთგან უზმათა დაგიყოფიეს და არარაჲ მიგიღებიეს.34. ამისთჳს გლოცავ თქუენ მიღებად საზრდელისა, რამეთუ ესე თქუენის ცხორებისათჳს იქმნა, რამეთუ არავისი თქუენგანისაჲ თმაჲ ერთი თავისაჲ წარწყმედად არს.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 27