მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

საქმე წმიდათა მოციქულთაჲ 27:2

1. და ვითარცა განაჩინეს ნავითა წარსლვაჲ ჩუენი იტალიად, მისცეს პავლე და სხუანი ვინმე პყრობილნი ასისთავსა, სახელით ივლიოსს, გუნდისა სევასტიელისაჲ.2. შევედით ნავსა ადრამიტჳნელსა, რომელი მიმავალ იყო ადგილთა მათ ასიაჲსათა, და, აღვჴედით რაჲ, ჩუენ თანა იყო არისტარხოს მაკედონელი, თესალონიკელი.3. და მეორესა დღესა შთავედით სიდონდ. კაცთ მოყუარებაჲ აჩუენა ივლიოს პავლესთჳს და უბრძანა მეგობართა თჳსთა თანა მისლვად და მოღუაწებისა მიმთხვევად.
საქმე წმიდათა მოციქულთაჲ თავი 27
2. შევედით ნავსა ადრამიტჳნელსა, რომელი მიმავალ იყო ადგილთა მათ ასიაჲსათა, და, აღვჴედით რაჲ, ჩუენ თანა იყო არისტარხოს მაკედონელი, თესალონიკელი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 24. „და შვნა ნოე სამნი ძენი" (დაბ 6:10-11)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. წარღვნის მუქარა და ნოესთან აღთქმის დადება (6:17-18):

...ელა მოიხმო და თქვა: „გულ-დებულ იყვენით, რამეთუ განჴუებაჲ სულისაჲ არცა ერთისაჲ იყოს თქუენგან, თჳნიერ ხოლო ნავისა. რამეთუ წარმომიდგა მე ამას ღამესა ანგელოზი ღმრთისაჲ, რომლისაჲ ვარ მე, რომელსაცა ვჰმსახურებ, და მრქუა: ნუ გეშინინ, პავლე!... მიგმადლნა შენ ღმერთმან ყოველნი, რომელნი არიან შენ თანა ნავსა მაგას" (). ხედავ, როგორ მოიპოვა ამ კაცის სათნოებამ მათი ცხონება? თუმცა, არა მხოლოდ მისმა სათნოებამ, არამედ უფლის კაცთმოყვარეობამაც. ზუსტად ასევე იყო ახლაც პირველი მიზეზის გამო. ხოლო მეორე მიზეზი ის არის, რომ ღმერთს სურდა, თითქოსდა საფუარი და ფესვი დაეტოვებინა მომავალში წარმოშობილი კაცთა მოდგმისთვის, არა იმიტომ, რომ ღმერთს არ შეეძლო ხელახლა ადამიანის შექმნა და ერთისგან კაცთა მოდგმის გავრცელება, არამედ იმიტომ, რომ ასე ინება თავისი სახიერებით.

5. წმიდა და არაწმიდა ცხოველთა განსხვავება (6:19-7:3)

ღვთის სახიერებას შემდგომშიც ხედავ. რადგანაც სასჯელით მუქარისას თქვა, რომ ადამიანებთან ერთად პირუტყვნიც, ქვეწარმავალნიც, ფრინველნიც და მხეცნიც დაიღუპებიან, კვლავ მართლის გულისთვის ბრძანებს, რომ ამ ცხოველებიდანაც თითო წყვილს ყოველი ჯიშისგან შეიყვანოს კიდობანში, რათა ეს წყვილები მომავალში ცხოველთა გამრავლების თესლი და დასაწყისი ყოფილიყო. **„და ყო...

სრულად ნახვა