მოციქულისაჲ: გარნა ღირსად ხოლო სახარებისა მის ქრისტესისა ვიდოდეთ, რაჲთა გინათუ მოვიდე და გიხილნე თქუენ, გინათუ შორს ვიყო და მესმას თქუენთჳს, ვითარმედ სდგათ თქუენ ერთითა სულითა და ერთითა გონებითა (1,27).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: მოსლვაჲცა და შორს ყოფაჲცა, ხილვაჲ და სმენაჲ, თანად სიკუდილით და ცხორებითურთ, ამის პირისათჳს საჴმარ არს ჩემდა, რაჲთა შემატება გცე თქუენ ღირსებით სრბასა მაგას თქუენსა, ღირსად მცნებათა ქრისტეს სახარებისათა. და ესე მაშინ უსახარულევანეს არს ჩემდა, რაჟამს არა ერთი,...





