მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 2:15

14. ყოველსავე იქმოდეთ თჳნიერ დრტჳნვისა და გულის სიტყუათა,15. რაჲთა იყვნეთ უბრალო და უმანკო, შვილ ღმრთისა, შეუგინებელ შორის ნათესავსა დრკუსა და გულარძნილსა, რომელთა მიერ შჩნდეთ, ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა.16. სიტყუაჲ ცხორებისაჲ გაქუნდინ სიქადულად ჩემდა დღესა მას ქრისტესსა, რამეთუ არა ცუდად ვრბიოდე, არცა ცუდად დავშუერ.
ფილიპელთა მიმართ თავი 2
15. რაჲთა იყვნეთ უბრალო და უმანკო, შვილ ღმრთისა, შეუგინებელ შორის ნათესავსა დრკუსა და გულარძნილსა, რომელთა მიერ შჩნდეთ, ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა.
თავი გ̂. სწავლაჲ ღმრთისა მიერ ერთობისა მათისა და საღმრთოჲსა ცხორებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ყოველსავე იქმოდეთ თჳნიერ დრტვნვისა და გულისსიტყუათა, რაჲთა იყვნეთ უბრალო და უმანკო (2,14-15).:

თარგმანი: რასა "ყოველსავე"? თჳნიერ მას, რასაცა გჳბრძანებს ღმერთი წმიდათა წერილთა მიერ, მის ყოვლისავე ქმნად თანამდებ ვართ, თჳნიერ დრტჳნვისა და გულისსიტყუათა ორგულებისათა, რამეთუ ესე არს ღონე თავისუფალ-მყოფელი ბრალისაგან მცნებისა გარდასლვისა, რაჲთა თჳნიერ დრტჳნვისა თავს-ვიდებდეთ ოფლთა სათნოებისათა, რამეთუ მდრტჳნავი უმადლო იქმნების ღმრთისა, და უმადლოჲ ღმრთისაჲ — თანამდებ საშჯელისა. ხოლო გულისსიტყუანი ორგულებისანი მოაუძლურებენ ძალსა კეთილთა მოქმედებისასა, და განდრეკითა სიწრფოებისა და უმანკოებისაგან — ყოვლად მანკიერ გუყოფენ ჩუენ. ამისთჳს შეუორგულებელად ქმნითა ყოვლისავე ღმრთისა მიერ ჩუენდა ბრძანებულისაჲთა, ვიქმნებით უმანკო და თავისუფალ ბოროტისაგან.

ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ქრისტიანთა ნათელი ცხოვრება და სინანული:

...ვროთ, რათა ღვთის სახელი არ იგმობოდეს. ამიტომ არც კაცობრივ დიდებას მივაპყროთ თვალი და არც ისე მოვიქცეთ, რომ ბოროტი სახელი მოვიპოვოთ, არამედ ორივე მხრივ ზომიერებას ვცემდეთ პატივს. „რომელთა მიერ შჩნდეთ, ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა“ (), ამბობს. რამეთუ ამისთვის დაგვტოვა, რათა მნათობნი ვიყოთ, რათა სხვათა მოძღვრებად დავდგეთ, რათა საფუარივით გავხდეთ, რათა ანგელოზთა მსგავსად ვიაროთ ადამიანთა შორის, რათა, როგორც ზრდასრულნი მცირე ბავშვებთან და როგორც სულიერნი მშვინვიერებთან, ისე ვიყოთ, რათა მათ სარგებელი მიიღონ, რათა თესლი ვიყოთ, რათა მრავალი ნაყოფი გამოვიღოთ. სიტყვები აღარ იქნებოდა საჭირო, ჩვენი ცხოვრება ასე რომ ბრწყინავდეს; არც მოძღვრები იქნებოდნენ საჭირო, საქმეებს რომ ვაჩვენებდეთ. არც ერთი წარმართი არ დარჩებოდა, ჩვენ ქრისტიანები ისე რომ ვყოფილიყავით, როგორც ჯერ არს; ქრისტეს მცნებებს რომ ვიცავდეთ, უსამართლობას რომ ვითმენდეთ, ანგარებიან შევიწროებასაც რომ ვითმენდეთ, გინებისას რომ ვაკურთხებდეთ, ბოროტის დათმენისას რომ კეთილს ვუყოფდეთ, არავინ იქნებოდა ისეთი მ...

სრულად ნახვა