მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 2:21

20. რამეთუ არავინ მაქუს სხუაჲ ერთგული, რომელმანმცა თქუენთჳს გულითად იზრუნა.21. რამეთუ ყოველნი თავთა თჳსთასა ეძიებენ და არა ქრისტე იესუჲსასა.22. ხოლო გამოცდილებაჲ იგი მისი იცით, რამეთუ ვითარცა მამასა შვილმან, ეგრე ჰმონა ჩემ თანა სახარებასა მას.
ფილიპელთა მიმართ თავი 2
21. რამეთუ ყოველნი თავთა თჳსთასა ეძიებენ და არა ქრისტე იესუჲსასა.
თავი დ̂. ტიმოთესთჳს და ეპაფროდიტესსა, რომელნი მიავლინნა მათდა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ვესავ ქრისტე იესუჲს მიერ ტიმოთესსაცა ადრე მივლინებასა თქუენდა, რაჲთა მეცა გულმხიარულად ვცნა თქუენთჳს, რამეთუ არავინ მაქუს სხუაჲ ერთგული, რომელმანმცა თქუენთჳს გულითად იზრუნა, რამეთუ ყოველნი თავთა თჳსთასა ეძიებენ და არა ქრისტე იესუჲსსა (2,19-21).:

თარგმანი: ვინაჲთგან თავისა თჳსისათჳს წარმოუთხრა მათ განვრცომაჲ სახარებისაჲ, და ვითარმედ სირცხჳლეულ იქმნნეს წინააღმდგომნი, რაჟამს რომლითა-იგი წყურიელ იყვნეს შეიწრებად და შემცირებად ქადაგებასა სახარებისასა, მის მიერ უფროჲს აღმატებულ და განფენილ ყვეს იგი, ამიერითგან თჳსსაცა აუწყებს, ვითარმედ წადიერ არს, რაჲთა ცნას მთთჳს, და ესე ყოს მივლინებითა ტიმოთესითა, ოდესცა ქრისტესა ენებოს. ხოლო თქუა რაჲ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს — რაჲთა მეცა სულ-შუებულ ვიქმნე ცნობითა თქუენთჳს; ესე იგი არს, ვითარმედ: ვითარ-ეგე თქუენნი სულნი შუებულ ვყვენ თხრობითა ჩემთჳს, ეგრეთვე მეცა განვიშუა სულითა, რაჟამს მესმეს თქუენთჳს, და ამის თხრობისა მებავთე, ნუუკუე და სხუაჲცა ვინმე მაქუნდა მივლინებად, ხოლო არავინ ესევითარი, ვითარ ტიმოთე, რომელსა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ერთსულ უწოდს, ესე იგი არს, ვითარმედ ვითარ-იგი პავლეს, ეგრეთვე ტიმოთეს საწადელ უჩნდა ცხორებაჲ მორწმუნეთა ქრისტესთაჲ. არათუ სხუათა აგინებს, არამედ ტიმოთეს უმეტესად ადიდებს, ვითარმედ: არავინ სხუაჲ ესრეთ წადიერებით თავს-იდებდა ესოდენისა გზისა დაშრომითა მისლვასა თქუენდა, რამეთუ ყოველნი თავთა თჳსთა განსუენებასა...

სრულად ნახვა
თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო იყვნეს იერუსალემს დამკჳდრებულ ჰურიანი, კაცნი ღმრთის მოშიშნი, ყოველთაგან თესლთა, რომელნი არიან ცასა ქუეშე (2,5).:

...ამედ ეგრეცა წერილი "ყოელად" უწოდს სიმრავლესა ნათესავთასა, ვითარ-იგი რაჟამს თქუას: "მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ჴორციელსა" () და "არავინ არს მართალ არცა ერთ" () და "ყოველნი თავთა თჳსთასა ეძიებენ და არა ქრისტესსა" (). აწ უკუე მრავალი იპოების უცხოჲ სულისაგან, და იპოების ვინმე მართალცა და მეძიებელ ქრისტესსა, არამედ წერილსა ჩუეულებაჲ აქუს, რაჲთა სიმრავლესა ვიეთსამე "ყოვლად" უწოდდეს.

და იყო რაჲ ჴმაჲ ესე, შეკრბა სიმრავლე ერისაჲ შეშფოთნეს (2,6).

თარგმანი: ვინაჲთგან სახლსა შინა იყო ჴმაჲ იგი ზეცით ოხრისაჲ, ამისთჳს გარე მყოფნი მუნ შეისწრაფდეს ხილვად, რამეთუ შეშფოთებულ იყვნეს და ჰგონებდეს, ვითარმედ აწვე მიეჴადების მათ პატიჟი ქრისტეს მკლველობისაჲ, რამეთუ მხილებითა სჳნიდისისაჲთა, ვითარცა წინაშე თუალთა, აქუნდა მოსისხლეობაჲ თჳსი.

რამეთუ ესმოდა თითოეულსა კაცად-კაცადმა მათსა თჳსი სიტყუაჲ მათი, იტყოდეს რაჲ იგინი (2,6).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რამეთუ ესმოდა თითოეულსა თჳსითა სიტყჳთა მათითა, იტყოდეს რაჲ იგინი. ესე იგი არს, ვითარმედ ესმოდა თითოეულსა ყოველთა მათ თესლთაგანსა, ვითარ-იგი თჳსითა სიტყჳთა ენისა მათისაჲთა იტყოდეს მოციქულნი ენასა მათსა...

სრულად ნახვა