მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 2:6

5. ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელცა-იგი ქრისტე იესუჲს მიერ.6. რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა,7. არამედ თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი;
ფილიპელთა მიმართ თავი 2
6. რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 23. „ხოლო ნოე პოვა მადლი წინაშე უფლისა ღმრთისა" (დაბ 6:8–9)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. შეგონება ეშმაკის ნაცვლად საკუთარი ნების ბრალდებისკენისკენ:

...ნება და ბუნებასა და სინდისში ჩაგვინერგა ბოროტებისა და სათნოების ცოდნა და ეშმაკიც დაუშვა და გეჰენიით გვემუქრება, რათა გეჰენია არ განვიცადოთ, არამედ სამეფო მივიღოთ. და რას გიკვირს, რომ მან ეს და კიდევ მრავალი სხვა საშუალება ამ მიზნისთვის გამოიყენა? „მყოფი წიაღთა მამისათა" ინება „ხატი მონისაჲ" მიეღო () და ყოველი სხვა სხეულთან შეეხებოდა, — დედაკაცისგან იშვა და ქალწულისგან წარმოვიდა, ცხრა თვე საშოში იტვირთა, სახვევლებით შეიხვია, მამად თვლიდა მარიამის სასიძოს იოსებს, თანდათან იზრდებოდა, წინადაიცვითა და მსხვერპლი შესწირა, ეშია, სწყუროდა და დაიღალა, ბოლოს კი სიკვდილიც დაითმინა, და არა ჩვეულებრივი, არამედ ყველაზე სამარცხვინოდ მიჩნეული, ესე იგი, ჯვრის სიკვდილი; და ეს ყოველივე ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისთვის დაითმინა ყოვლის შემოქმედმა, უცვალებელმა, ყოველივე არარსებულიდან არსებობაში მომყვანმა, „რომელი მოხედავს ქუეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ" (), რომლის დიდების ბრწყინვალებას ვერც ქერუბინები — ეს უსხეულო ძალები — უმზერენ, არამედ, პირს იფარავენ რა და ფრთებით იხურვენ, ჩვენ სასწაულზე მოწმობენ, — რომელსაც განუწყვეტლივ ადიდებენ ანგელოზები, მთავარანგელოზები და ბევრი ათასი (სულები)...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (17,2).:

...იოან. 1,4) და: „თჳსთა თანა მოვიდა“; და არა თქუა, თუ: მიიღო ჴელმწიფებაჲ, არამედ უფროჲსად იტყჳს, ვითარმედ: „მისცა ჴელმწიფებაჲ სხუათა შვილ ღმრთისა ყოფად“. და პავლე ეგრეთვე იტყჳს, ვითარმედ: „სწორ ღმრთისა“, ხოლო თავადი კაცობრივ ითხოვს და იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲთა ყოველი რომელი მიეც მას, მისცეს მათ ცხორებაჲ საუკუნოჲ, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესუ ქრისტჱ“ (17,2-3).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი“ თქუა სხუათა მათ ღმერთთა წარმართთათჳს, რომელნი არა ღმერთ არიან, არამედ ეშმაკ, რამეთუ ეგულებოდა მათ წარმართთა მიმართ მათი წარვლენაჲ. ხოლო შენ რასა იტყჳ, მწვალებელო ბოროტო, ვითარმედ ძჱ არა ჭეშმარიტი ღმერთი არსა? ჵ დაბნელებულო! ესე სიტყუაჲ კერპთათჳს თქუა წინააღმდგომად მათა, ვითარმედ: „მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი“, და არა თუ ძჱ არა ჭეშმარიტი ღმერთი არს, რამეთუ ძჱ თჳთ ჭეშმარიტება არს, და ვითარმცა არა ღმერთი იყო ჭეშმარიტი? რამეთუ ფრიად უზეშთაეს არს თქუმაჲ, ვითარმედ: თჳთ ჭეშმარიტება არს, ვიდრე თუ: ჭეშმარიტი კაცი არს. ეგრეთვე ძჱ, ვინაჲთგან თჳთ ჭეშმარიტი არს, ვითარმცა არა ჭეშმარიტი ღმერთი იყო? ა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს უფროჲს ეძიებდეს მოკლვად იესუს, რამეთუ არა ხოლო შაბათსა დაჰჴსნიდა, არამედ ღმერთსაცა მამად თჳსა იტყოდა და თავსა თჳსსა სწორ-ჰყოფდა ღმრთისა. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა ძალ-უც ძესა თავით თჳსით საქმედ არცა ერთი რაჲ“ (5,18-19).:

...მსა, რაჲთა მითხრას, ვი-თარმედ: და არარაჲსა ძალ-უცა ძესა ყოფად თავით თჳსით? და უკუეთუ თქუას, ვითარმედ: არა, მიუგო მას: და თავი იგი ყოველთა კეთილთაჲ არა თავით თჳსით ქმნაა? და პავლეცა ღაღადებს, ვითარმედ: „არა ნატაცებად შეჰრაცხა სწორ ღმრთისა ყოფაჲ, არამედ თავი თჳსი წარმოიცალიერა და ხატი მონებისაჲ შეიმოსა“. და კუალად თავადი იტყჳს, ვითარმედ: „ჴელმწიფებაჲ მაქუს დადებად სულისა ჩემისა და ჴელმწიფებაჲ მაქუს კუალად მოღებად იგი, და არავინ მიმიღოს იგი ჩემგან“. ჰხედავა, რამეთუ სიკუდილისა და ცხორებისა ჴელმწიფებაჲ აქუს და ესევითარი იგი განგებულებაჲ თავით თჳსით ქმნა? და რად ვიტყჳ ქრისტესთჳს? რამეთუ ჩუენცა, რომელთა უდარჱს არარაჲ არს, მრავალსა ვიქმთ თავით თჳსით, და ბოროტსა თავით თჳსით მოვიგებთ და სათნოებასა თავითვე თჳსით ვიქმთ; თუ არა, უკუეთუმცა არა გუაქუნდა ჴელმწიფებაჲ და არამცა ვიქმოდეთ თავით თჳსით, არცამცა ცოდვისათჳს ჯოჯოხეთს მივეცემოდეთ, არცამცა სათნოებისათჳს სასუფეველსა შევიდოდეთ.

რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე, თუ: „ვერ ძალ-უც თავით თჳსით ქმნად“? ესე იგი არს, ვითარმედ ვერ ძალ-უც, თუმცა რაჲმე ქმნა წინააღდგომაჲ მამისაჲ, და ესე სიტყუაჲ უფროჲსად სწორებასა მოასწავებს. და უკუეთუ იტყჳთ, თუ: რ...

სრულად ნახვა