მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 2:24

23. ამისსა უკუე ვესავ მივლინებასა, რაჟამს განვიგო თავისა ჩემისაჲ მისგან.24. ხოლო ვესავ უფალსა, ვითარმედ მეცა ადრე მოვიდე.25. უმჯობესადრე შევჰრაცხე ეპაფროდიტეს ძმისა ჩემისა და თანა-შემწისა და თანა-მოსაგრისა ჩემისა, ხოლო თქუენისა მოციქულისა და მსახურისა მის საჴმართა ჩემთაჲსა, მოვლინებად თქუენდა,
ფილიპელთა მიმართ თავი 2
24. ხოლო ვესავ უფალსა, ვითარმედ მეცა ადრე მოვიდე.
თავი დ̂. ტიმოთესთჳს და ეპაფროდიტესსა, რომელნი მიავლინნა მათდა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო გამოცდილებაჲ იგი მისი იცით, რამეთუ ვითარცა მამასა შვილმან, ეგრეთ ჰმონა ჩემ თანა სახარებასა მას. ამისსა უკუე ვესავ მივლინებასა, რაჟამს განვიგო თავისა ჩემისაჲ მისგან. ხოლო ვესავ უფალსა, ვითარმედ მეცა ადრე მოვიდე (2,22-24).:

თარგმანი: არა ლიტონად პატივ-სცემს ტიმოთეს, არამედ უწყის, ვითარმედ რაოდენცა აღმატებულ ყოს პატივი მისი, ეგოდენ უფროჲს შესაწყნარებელ ყოს ქადაგებაჲ მისი. ამისთჳს თჳთ მათ მიიყვანებს მოწამედ, ვითარცა მეცნიერთა სათნოებისა მისისათა, და ღმერთსა ესავს, ვითარმედ მან განუმარჯოს მივლინებაჲ მისი; და ესე მაშინ ვყო, — იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, რაჟამს განვიხილო თავისა ჩემისაჲ მყისი. ესე იგი არს, ვითარმედ: მაშინ მოგივლინო თქუენ ტიმოთე, რაჟამს განვიხილო მეყსა შინა შემთხუეული ჩემდა, რამეთუ მყისად უწოდდეს ძუელნი განჩინებასა მთავრისა გინა მსაჯულისასა, რომელი გამოჴდის პყრობილსა ზედა; გინათუ სიკუდილისაჲ, ანუ ცხორებისაჲ, მეყსა შინა წამსა თუალისასა. არამედ, რაჲთა არა შეწუხნენ, ესმეს რაჲ იჭჳ სიკუდილისა და ცხორებისა მისისაჲ, ამისთჳს სასოებითა უფლისაჲთა აღუთქუამს მისლვასა მათდა მიმართ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის