თარგმანი: ვიდრემდის ღმრთეებისათჳს მხოლოდშობილისა ჰყოფდა სიტყუასა, იხილე, თუ ვითარ მაღლად მეტყუელებდა მისთჳს, ვითარმედ: "რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა". ხოლო განკაცებისა მისისათჳს ყოველსავე მდაბლად მეტყუელებს, რაჲთა სარწმუნო ყოს ჭეშმარიტებით ჴორცთა შესხმაჲ მისი. ამისთჳს იტყჳს ღმრთისა მიერ ამაღლებასა მისსა და მინიჭებასა სახელისასა, რამეთუ ნამდჳლვე დიდი ამაღლებაჲ იყო მიწად შთაჴდილისა ბუნებისა კაცთაჲსა, რაჟამს ჴორცთა მათ, რომელ ჩუენგან შეისხნა მხოლოდშობილმან ძემან, თანა-შეერთებითა ღმრთეებისაჲთა უფალ ეწოდა და ქრისტე, და ძე და ღმერთ; რამეთუ ესე ყოველი ზოგადი სახელი არს სიტყჳსაჲ და ჴორცთაჲ მათ, რომელ ჩუენგან შეისხნა სიტყუამან.
ფილიპელთა მიმართ 2:9
8. დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა.9. ამისთჳსცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზეშთაესი უფროჲს ყოველთა სახელთაჲსა,10. რაჲთა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი,
ფილიპელთა მიმართ თავი 2