თარგმანი: ვინაჲთგან თავისა თჳსისათჳს წარმოუთხრა მათ განვრცომაჲ სახარებისაჲ, და ვითარმედ სირცხჳლეულ იქმნნეს წინააღმდგომნი, რაჟამს რომლითა-იგი წყურიელ იყვნეს შეიწრებად და შემცირებად ქადაგებასა სახარებისასა, მის მიერ უფროჲს აღმატებულ და განფენილ ყვეს იგი, ამიერითგან თჳსსაცა აუწყებს, ვითარმედ წადიერ არს, რაჲთა ცნას მთთჳს, და ესე ყოს მივლინებითა ტიმოთესითა, ოდესცა ქრისტესა ენებოს. ხოლო თქუა რაჲ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს — რაჲთა მეცა სულ-შუებულ ვიქმნე ცნობითა თქუენთჳს; ესე იგი არს, ვითარმედ: ვითარ-ეგე თქუენნი სულნი შუებულ ვყვენ თხრობითა ჩემთჳს, ეგრეთვე მეცა განვიშუა სულითა, რაჟამს მესმეს თქუენთჳს, და ამის თხრობისა მებავთე, ნუუკუე და სხუაჲცა ვინმე მაქუნდა მივლინებად, ხოლო არავინ ესევითარი, ვითარ ტიმოთე, რომელსა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ერთსულ უწოდს, ესე იგი არს, ვითარმედ ვითარ-იგი პავლეს, ეგრეთვე ტიმოთეს საწადელ უჩნდა ცხორებაჲ მორწმუნეთა ქრისტესთაჲ. არათუ სხუათა აგინებს, არამედ ტიმოთეს უმეტესად ადიდებს, ვითარმედ: არავინ სხუაჲ ესრეთ წადიერებით თავს-იდებდა ესოდენისა გზისა დაშრომითა მისლვასა თქუენდა, რამეთუ ყოველნი თავთა თჳსთა განსუენებასა...
ფილიპელთა მიმართ 2:19
18. ეგრეთვე და თქუენცა გიხაროდენ და ჩემ თანა გიხაროდენ.19. ხოლო ვესავ ქრისტე იესუჲს მიერ ტიმოთესსაცა ადრე მივლინებასა თქუენდა, რაჲთა მეცა გულ-მხიარულად ვცნა თქუენთჳს.20. რამეთუ არავინ მაქუს სხუაჲ ერთგული, რომელმანმცა თქუენთჳს გულითად იზრუნა.
ფილიპელთა მიმართ თავი 2