მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 2:1

1. რაოდენი რაჲ ნუგეშინის-ცემაჲ არს ქრისტეს მიერ, და რაოდენი ნუგეშინის-ცემაჲ სიყუარულისაჲ, რაოდენი რაჲ ზიარებაჲ სულისაჲ, რაოდენი რაჲ მოწყალებაჲ და წყალობაჲ,2. აღავსეთ სიხარული ჩემი, რაჲთა მასვე ჰზრახვიდეთ და იგივე სიყუარული გაქუნდეს; ერთ-სულ და ერთ-ზრახვა იყვენით,
ფილიპელთა მიმართ თავი 2
1. რაოდენი რაჲ ნუგეშინის-ცემაჲ არს ქრისტეს მიერ, და რაოდენი ნუგეშინის-ცემაჲ სიყუარულისაჲ, რაოდენი რაჲ ზიარებაჲ სულისაჲ, რაოდენი რაჲ მოწყალებაჲ და წყალობაჲ,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 8. „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბ 1:26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ეკლესიის დოგმატთა დაცვა ერესთა წინააღმდეგ (1:26):

...რა მხოლოდ ჩვენი სიტყვები თავად მოისმინოთ, არამედ სხვებსაც გადასცეთ და შეცდომაში შესულნი ჭეშმარიტების გზაზე მოაქციოთ, როგორც პავლეც ამბობს: „ნუგეშინის-სცემდით ურთიერთას და აღაშენებდით ურთიერთსა" (); და: „შიშით და ძრწოლით თჳსსა ცხორებასა იქმოდეთ" (). ამგვარად, ჩვენი ეკლესიაც მორწმუნეთა რიცხვით გაიზრდება და თქვენც ზეგარდმო დიდ მოწყალებას მიიღებთ თქვენი თანამოძმეთა მიმართ დიდი მზრუნველობისთვის.

5. საქმით სწავლება და ჭეშმარიტი მარხვა

ღმერთს სურს, რომ ქრისტიანი არა მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავდეს, არამედ სხვებსაც აღაშენებდეს, არა მხოლოდ მოძღვრებით, არამედ ცხოვრებითა და მოქცევითაც. ქრისტიანული ცხოვრების უმწიკვლობაზე უკეთ ვერაფერი მოაქცევს ადამიანს ჭეშმარიტებისკენ, რადგან ადამიანები არა იმდენად სიტყვებს უყურებენ, რამდენადაც ჩვენს საქმეებს. და, რომ ეს ასეა (რადგან რამდენიც არ უნდა ვფილოსოფოსოთ სიტყვებით და ვილაპარაკოთ მოთმინებაზე, მაგრამ თუ დროის დადგომისას საქმით შემწყნარებლობას არ გამოვიჩენთ, სიტყვა ვერ მოიტანს იმდენ სარგებელს, რამდენ ზიანსაც საქმე მოიტანს; პირიქით, თუ სიტყვებზე წინ და მის შემდეგაც საქმით დამოწმებას წარმოვადგენთ, სარწმუნონი გამოვჩნდებით, რადგან სხვებს იმას...

სრულად ნახვა
საუბარი 4. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყაროჲ შორის წყალთა" (დაბ 1:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. მოშურნეობა სწავლისადმი და მთესველის იგავი:

...ის ყურთა მსმენელთა"** (). ეს მარხვის ნაყოფია; ეს წამალი ჩვენი სულების ცხონებად იქცა. თუ (მარხვამ) ამგვარი ძალა თავის დასაწყისშივე გამოავლინა, მაშინ რა სარგებელს უნდა ველოდოთ მისგან მომდევნო დღეებში? მხოლოდ, გთხოვთ, „შიშით და ძრწოლით თჳსსა ცხორებასა იქმოდეთ" () და არავითარი ხელი არ მისცეთ თქვენი ცხონების მტერს. იგი, ხედავს რა ახლა თქვენს სულიერ სიმდიდრეს, მძვინვარებს და ბობოქრობს, და „ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა" (). მაგრამ თუ ფხიზლად ვიქნებით, ღვთის მოწყალებით, არავის სძლევს.

2. სულიერი საჭურველი და სამყაროს შექმნა

ასეთია ჩვენი სულიერი იარაღი, რომლითაც სულიწმიდის მადლმმა შემოგვმოსა, როგორც გუშინ ავხსენით, საყვარელნო. ამრიგად, თუ ამ იარაღით მუდმივად შემოვზღუდავთ ყველა ასოს, მტრის მიერ გასროლილი ისრებიდან არცერთი ვერ გვეხება, არამედ ყველა უშედეგოდ დაუბრუნდება მას: ღვთის მადლი ალმასზე მტკიცესა და სრულიად დაუძლეველს გაგვხდიდა, თუ გვსურდა. როგორც ალმასს რომ ურტყამ, არავითარ ზიანს არ აყენებ მას, მხოლოდ საკუთარ ძალას ხარჯავ, და ვინც ეკალს დააბიჯებს, მხოლოდ საკუთარ ფეხებს სისხლისღვრამდე ჭრის, ასე იქნება ჩვენთა...

სრულად ნახვა
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ენასაღა თუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი (13,1).:

...: ენად ანგელოზთა არა თუ ჴორციელსა ამას ორღანოსა იტყჳს ენისასა უჴორცოთა მათთჳს, არამედ ჩუენ მიერითა ამით ჩუეულებითითა სახელითა ურთიერთას ზრახვასა მათსა განაცხადებს, რომელი-იგი იქმნების თჳნიერ ჴმოვანისა სიტყჳსა; ვითარ-იგი სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: "მისსა მოდრკეს ყოველი მუჴლი ზეცისათაჲ და ქუეყანისათაჲ" ().

მოციქულისაჲ: ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, გინა წინწილაჲ, რომელი ჴმობედ (13,1).

თარგმანი: აჰა გზაჲ იგი, რომელსა უქადებდა ჩუენებად. ესე იგი არს სიყუარული, რომლისა თჳნიერ ყოველნივე მადლნი უსარგებლო იქმნებიან. ხოლო კეთილად პირველ ყოველთა თჳთ მათ მიერ დიდ შერაცხილისა მის ენათა მეტყუელებისაგან იწყო აღმატებად სიყუარულისა, ვითარმედ: თჳნიერ მისსა მეტყუელებაჲ ენათაჲ უსულოჲსა ჴმად შერაცხილ არს, რომელთა-იგი ჴმაჲ - ძგერაჲ ოდენ არს, უტყუ და საწყინო სასმენელთა.

მოციქულისაჲ: მაქუნდეს-ღა თუ წინაჲსწარმეტყუელებაჲ და უწყოდი ყოველი საიდუმლოჲ და ყოველი მეცნიერებაჲ (13,2).

თარგმანი: კუალად მადლთა აღამაღლებს ქებითა, და ეგრეთ, მაღალთა უმაღლეს ჰყოფს სიყუარულსა, მათ თანა შეტყუებითა, რამეთუ, ვითარ-იგი ზემო ენათა მეტყუელებაჲ არა ხოლო კაცთა, არამედ ანგელოზთაცა შორის-შემოყვანებითა განადიდა, ეგრეთვე აწ არღარა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუა მას იესუ: გრწმენინ ჩემი, დედაკაცო, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა არცა მთასა ამას, არცა იერუსალჱმსა, არამედ თაყუანის-სცემდეთ მამასა. თქუენ თაყუანის-სცემთ, რომელი არა იცით, ხოლო ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით, რამეთუ ცხორებაჲ ჰურიათაგან არს“ (4,21-22).:

...ედაკაცისა მის ეტყოდა მას, რომელი ჰგონებდა მას წინაჲსწარმეტყუელად ჰურიად. ამისთჳსცა ჰრქუა, ვითარმედ: თაყუანის-ვსცემთ, რომელი-იგი თაყუანისსაცემელ არს ყოველთა მიერ, რამეთუ „მისა მოდრკეს ყოველი მუჴლი“, ; ; გარნა აწ ვითარცა ჰურიაჲ ეტყოდა მას. ხოლო დაუმტკიცა სიტყუაჲ იგი, რაჲთა არა ჰგონებდეს, ვითარმედ სიყუარულითა თჳსისა ნათესავისაჲთა ეტყოდა სიტყუათა მათ. ამისთჳს ჰრქუა: „გრწმენინ ჩემი, დედაკაცო, მოვალს ჟამი, რაჟამს არცა მთასა ამას, არცა იერუსალჱმს თაყუანის-სცემდეთ“. და მერმეღა უჩუენა უაღრესობაჲ ჰურიათაჲ, და ვითარმედ „ცხორებაჲ ჰურიათაგან არსო“. ხოლო „ცხორებად“ გინა თუ ამას იტყჳს, ვითარმედ მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ და შეურაცხის-ყოფაჲ კერპთაჲ მათგან იწყო პირველად, და თქუენცაო დაღაცათუ არა კეთილად იცით ღმერთი, გარნა ეგე, რომელ იცით, მათ მიერ არს, ანუ თუ თჳსსა გამოჩინებასა იტყოდა „ცხორებად“, რომელნი-ესე ორნივე ჰურიათაგან არიან, ვითარცა პავლე იტყჳს, ვი-თარმედ: „რომელთაგან ქრისტე ჴორციელად, რომელი-იგი არს ყოველ-თა ზედა ღმერთი“. ჰხედავა თჳსებასა ძუელისასა ახლისა თანა? ხოლო ესე რაჲ სიტყუანი მიუთხრნა, კ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლჱ ვითარმედ უღელი სიმართლისაჲ სუბუქ არს და მცირე, ხოლო ცოდვისაჲ - მძიმე და ბოროტ:

...კინისათა განჴურვებულ-თა წვიან, ესრეთ იხარებდიან, ვითარმცა ვარდგარდაფენილსა სარეცელსა ზედა განისუენებდეს. ამისთჳს, ეგულებოდა რაჲ პავლეს სიკუდილისა მიერ წამებისა განსლვაჲ ცხორებისა ამისგან, ესრეთ იტყოდა: „მიხარის და მიხაროდის თქუენ ყოველთა თანა. ეგრეთვე თქუენცა გიხაროდენ და ჩემ თანა მხიარულ იყვენით“. იხილეა, ვითარ ყოველსავე სოფელსა ზიარებად სიხარულისა მის მოუწოდს? რამეთუ იცოდა, ფრიად დიდი კეთილი არს ესრეთ განსლვაჲ ამის სოფლისაგან, ესრეთ საწადელ იყო მისდა და სანატრელ ყოველთა მიერ საშინელად შერაცხილი სიკუდილი.

აწ უკუე ყოვლით კერძო საცნაურ არს, ვითარმედ უღელი იგი სათნოებისაჲ სუბუქ არს და ტკბილ. არამედ ვიხილოთ ტჳრთიცა იგი ცოდვისაჲ, ვითარ მძიმე არს და საწყინო და ყოვლითურთ საძაგელ. მიხედეთ ანგაჰრთა, ბოროტთა მათ საფასისმოფარდულთა, გულისჴმა-ყავთ, რავდენნი მწუხარებანი ჰქონან, რავდენნი ზრუნვანი, რავდენნი განსაცდელნი, რავდენნი ბრძოლანი, რავდენნი ამბოხებანი და შფოთნი, რამეთუ ვითარცა არაოდეს დააკლდენ ზღუასა ღელვანი, ეგრეთვე სულსა მას - შფოთნი და დაუწყნარებლობანი და ზრუნვანი, ღელვანი და მიმოკუეთებანი.

მიხედენ კუალად მოშურნეთა და ძჳრისმოჴსენეთა, და იხილნე იგინი სამარადისოსა სატანჯველსა შინა მყოფნი და ცეცხლსა შინა ბოროტსა შემწუარნი ვნები...

სრულად ნახვა