თარგმანი: ესე არს სიქადული ყოვლად სანატრელისა მის სულისაჲ, რაჟამს არა ცუდ იქმნეს სრბაჲ იგი სახარებისაჲ, რომელი აჩუენა მან მოწაფეთა თჳსთა ზედა, კეთილად წარმართებულებითა მათითა. ამისთჳს მათთჳს დამაშურალი მათთჳსვე შეიწირვის და წინა-მოასწავებს წამებითა აღსასრულსა თჳსსა, და წინაჲთვე ნუგეშინის-სცემს, რაჲთა არა რაჟამს აწამოს, მაშინ იგინი მწუხარე იქმნენ საქმესა მას ზედა, მისდა ფრიად სახარულსა, რომლისათჳს წინაჲთვე აუწყებს, ვითარმედ: ფრიად მიხარის და თქუენცა გლოცავ, რაჲთა ჩემ თანა გიხაროდის, რამეთუ დაღაცათუ მე დავიკლვი მსხუერპლად წამებითა, არამედ შესაწირავად და ძღუნად ღმრთისა თქუენი ეგე მაქუს სარწმუნოებაჲ საქმეთა მიერ მსახურება ღმრთისა ქმნული; და ვინაჲთგან მე თქუენსა ამას ზედა მხიარულ ვარ ძღუნისა შემწირველობასა. თქუენ ჩემ თანა მხიარულ იყვენით ჩემსა ამას ზედა წამებითა მსხუერპლად ღმრთისა შეწირულობასა, ოდესცა იყოს და რაჟამსცა იქმნეს, უფროჲსღა ოდესცა ინებოს ყოვლისავე სიბრძნით განმგებელმა6 ღმერთმან.
ფილიპელთა მიმართ 2:17
...ისმინე პავლესი, რომელიც ამას ნატრობს და ხარობს, როცა ამბობს: „გული მეტყჳს განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად, უფროჲს და უმჯობეს ფრიად,“ (); და კვლავ: „მიხარის და მიხაროდისცა თქუენ ყოველთა თანა. ეგრეთვე და თქუენცა გიხაროდენ და ჩემ თანა გიხაროდენ.“ (); საპირისპიროზე კი ტკივილით ამბობს: „არა ხოლო თუ იგი, არამედ თჳთ ჩუენცა, რომელთა- ესე პირველი ნაყოფი სულისაჲ გუაქუს, თჳთ ჩუენცა თავთა შინა ჩუენთა ვკუნესით და შვილებასა მას მოველით, გამოჴსნასა მას ჴორცთა ჩუენთასა,“ (); და კვლავ: „რომელნი-ესე ვართ საყოფელსა ამას შინა, ვკუნესით და დაგჳმძიმდების“ ().
3. ცოცხალთა ქვეყანა და უხილავი სიკეთენი
ხედავ, რაოდენ კეთილია სულიერი სიბრძნე? რაც სხვებს ცრემლების ღირსად ეჩვენება, მისთვის ლოცვის საგანია; ხოლო რაც სხვებისთვის სიხარულისა და სიამის ღირსია, მისთვის სულთქმის საგანია. ან განა სულთქმის ღირსი არ არის უცხო მხარეში ყოფნა და ჩვენი სამშობლოდან შორს გადასახლება?...
...მოველით, გამოჴსნასა მას ჴორცთა ჩუენთასა“** (), ხან კი იმავეს სხვაგან აცხადებს: „დაღათუ შევიწირვი მსხუერპლსა მას ზედა და მსახურებასა სარწმუნოებისა თქუენისისა, მიხარის და მიხაროდისცა თქუენ ყოველთა თანა. ეგრეთვე და თქუენცა გიხაროდენ და ჩემ თანა გიხაროდენ“ (). თუ სიკვდილი სწორად მცხოვრებთათვის მძიმე ტვირთი კი არა, სასურველიც არის, მით უფრო სიღარიბე და ყოველივე სხვა. „გამოსაძიებელ არიან ყოველსა შინა ნებანი მისნი“ (). სხვა მთარგმნელი ამბობს: „ზუსტად გამოკვლეულია“.
აქ, როგორც მეჩვენება, ქმნილებებზე საუბრობს და ღვთის სიბრძნეს აცხადებს; ზემოთ კი საქმეებს უწოდებდა - თუმცა ჩვენ, მცირესულთა და სხვა განწყობათა გამო, ამასაც შევეხეთ - იმ საკვირველებებსა და სასწაულებს, რომლებიც ადამიანთა მოდგმის განმგებელმა მრავალჯერ აღასრულა. რას ნიშნავს: „გამოსაძიებელ არიან ყოველსა შინა ნებანი მისნი“ ()? ამბობს: დაზუსტებულია, როგორც სხვა მთარგმნელმაც თქვა; მომზადებულია, დასრულებულია, შექმნილია,...
...რადგან მოციქულებსაც სცემდნენ და ისინი ხარობდნენ; პავლეც იჭირვებოდა და სიხარულით კრთოდა; სიკვდილი მოელოდა და სხვებსაც სიამის თანაზიართ უხმობდა, ამბობდა: „არამედ დაღათუ შევიწირვი მსხუერპლსა მას ზედა და მსახურებასა სარწმუნოებისა თქუენისისა, მიხარის და მიხაროდისცა თქუენ ყოველთა თანა.“ () „ეგრეთვე და თქუენცა გიხაროდენ და ჩემ თანა გიხაროდენ.“ ()
ასე გახარებულებთან ღმერთი თანა-მკვიდრობს. ამიტომ ფსალმუნი ასე ამბობს: „უკუნისამდე იხარებდენ და დაიმკჳდრო მათ შორის.“ () სწორედ ამას აცხადებდა ქრისტეც, როდესაც სიამის დაურღვევლობას აჩვენებდა: „და მერმე კუალად გიხილნე თქუენ“, და აგრეთვე: „და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან“ (). და კვლავ პავლე ამბობს: „მარადის გიხაროდენ“ (), „მოუკლებელად ილოცევდით“ (...
...კინისათა განჴურვებულ-თა წვიან, ესრეთ იხარებდიან, ვითარმცა ვარდგარდაფენილსა სარეცელსა ზედა განისუენებდეს. ამისთჳს, ეგულებოდა რაჲ პავლეს სიკუდილისა მიერ წამებისა განსლვაჲ ცხორებისა ამისგან, ესრეთ იტყოდა: „მიხარის და მიხაროდის თქუენ ყოველთა თანა. ეგრეთვე თქუენცა გიხაროდენ და ჩემ თანა მხიარულ იყვენით“. იხილეა, ვითარ ყოველსავე სოფელსა ზიარებად სიხარულისა მის მოუწოდს? რამეთუ იცოდა, ფრიად დიდი კეთილი არს ესრეთ განსლვაჲ ამის სოფლისაგან, ესრეთ საწადელ იყო მისდა და სანატრელ ყოველთა მიერ საშინელად შერაცხილი სიკუდილი.
აწ უკუე ყოვლით კერძო საცნაურ არს, ვითარმედ უღელი იგი სათნოებისაჲ სუბუქ არს და ტკბილ. არამედ ვიხილოთ ტჳრთიცა იგი ცოდვისაჲ, ვითარ მძიმე არს და საწყინო და ყოვლითურთ საძაგელ. მიხედეთ ანგაჰრთა, ბოროტთა მათ საფასისმოფარდულთა, გულისჴმა-ყავთ, რავდენნი მწუხარებანი ჰქონან, რავდენნი ზრუნვანი, რავდენნი განსაცდელნი, რავდენნი ბრძოლანი, რავდენნი ამბოხებანი და შფოთნი, რამეთუ ვითარცა არაოდეს დააკლდენ ზღუასა ღელვანი, ეგრეთვე სულსა მას - შფოთნი და დაუწყნარებლობანი და ზრუნვანი, ღელვანი და მიმოკუეთებანი.
მიხედენ კუალად მოშურნეთა და ძჳრისმოჴსენეთა, და იხილნე იგინი სამარადისოსა სატანჯველსა შინა მყოფნი და ცეცხლსა შინა ბოროტსა შემწუარნი ვნები...