თარგმანი: ესე არს სახელი იგი მამისა მიერ მონიჭებული, რამეთუ მსაჯულ ცხოველთა და მკუდართა ყო იგი მამამან, რაჲთა სახელისა მიმართ იესუ-მაცხოვრისა და ქრისტე-ცხებულისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ჟამსა მას მეორედ მოსლვისა მისისასა, და შევრდომით თაყუანის-სცენ მას; რამეთუ დაღაცათუ აწ ვიეთნიმე ურწმუნო არიან მისსა, არამედ მაშინ ზოგად ყოველთა ჰრწმენეს, რაჟამს იხილონ იგი მსაჯულად ცხოველთა და მკუდართა, და მათცა, რომელთა-იგი ჯუარს-აცუეს, იხილონ, რომელსა უგუმირეს. ხოლო ზეცისად იტყჳს ანგელოზთა, და ქუეყნისად — კაცთა, და ქუესკნელისად —ეშმაკთა, რომელთა ენაჲ აქავე აღუვარებდა: "გიცი შენ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ" (); ხოლო მერმესა მას — უსრულესად, რაჟამს დაისხნენ ქუეშე ფერჴთა მისთა, და რაჟამს მათ მიერ აქა ცთუნებულთა ურწმუნოებად ქრისტესა, მერმესა მას მოსლვასა მისსა უნებლიეთ აღიარონ, ვითარმედ იგი არს ჭეშმარიტად დიდებაჲ ღმრთისა მამისაჲ — ქრისტე, რამეთუ ძეობითა მისითა განითქუმის სახელი ღმრთისა მამისაჲ, და ჭეშმარიტად უფალ ყოველთა დაბადებულთა არს ხატითა მონისაჲთა მოსრული იგი მჴსნელად დაბადებულთა. გინათუ ესრეთცა ვთქუათ, ვითარმედ:...
ფილიპელთა მიმართ 2:11
10. რაჲთა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი,11. და ყოველმან ენამან აღუაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა.12. ვინაჲცა, საყუარელნო ჩემნო, ვითარცა-ეგე ყოვლადვე მორჩილ ხართ, ნუ ხოლო მისლვასა მას ჩემსა, არამედ აწ უფროჲსღა შორს ყოფასა ამას ჩემსა შიშით და ძრწოლით თჳსსა ცხორებასა იქმოდეთ.
ფილიპელთა მიმართ თავი 2