მისვე წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისაჲ განმარტებაჲ კათოლიკეთაჲ
უპირატეს უკუე ვიდრე დაწყებადმდე სიტყუათა სამოციქულოჲსა ამის კათოლიკისათა, ჯერ-არს ჩუენდა ცნობად მიზეზსა და ძალსა, თუ რაჲთა განიყოფების კათოლიკე ებისტოლისაგან. ესე ცხად არს თარგმანებისაგან კათოლიკისა სახელისა, რამეთუ კათოლიკე საყოველთაოდ გამოითარგმანების და არა აქუს თჳსაგან პირი განჩემებული, რომლისამცა მიმართ მიწერილ იყო, ვითარ-იგი ებისტოლენი პავლე მოციქულისანი, რომელიმე ჰრომაელთა მიმართ არს, და რომელიმე...


