მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობ 1:8

7. ნუ ჰგონებნ კაცი იგი, ვითარმედ მო-რაჲმე-იღოს ღმრთისაგან.8. კაცი ორგული დაუდგრომელ არს ყოველთა გზათა მისთა.9. იქადოდენ ძმაჲ იგი მდაბალი ამაღლებასა თჳსსა,
იაკობ თავი 1
8. კაცი ორგული დაუდგრომელ არს ყოველთა გზათა მისთა.
თავი ა̂. მოთმინებისათჳს და სარწმუნოებისა შეუორგულეგელისა და სიმდაბლისა მდიდართა მიმართ, რომელსა შინა იტყჳს ჩუენ შორის განჴურვებისა მისთჳს და მის მიერთა ვნებათა, ვითარმედ არა ღმრთისაგან არს მიზეზი, არამედ რაჲცა კეთილი არს ჩუენ შორის, იგი არს მის მიერ იაკომ მოციქულისა წიგნი კათოლიკე
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ითხოვდინ ხოლო სარწმუნოებით და ნუ ორგულებით, რამეთუ რომელი ორგულებდეს, მსგავს არს იგი ღელვასა ზღჳსასა, ქარითა აღძრულსა და მიმოტაცებულსა. ნუ ჰგონებნ კაცი იგი, ვითარმედ მო-რაჲმე-იღოს ღმრთისაგან. კაცი ორგული დაუდგრომელ არს ყოველთა გზათა მისთა (1,6-8).:

თარგმანი: იხილე, რაოდენი სარწმუნოებაჲ უჴმს ქრისტეანესა შეწირვასა მინა ლოცვათასა, რაჲთა შეუორგულებელ იყოს თხოვათა მოღებისათჳს. ხოლო თხოვათა კეთილთა დასაბამი არს ღმრთივ სწავლული იგი სახარებისა მიერ, ვითარმედ: ითხოვდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ. ესე არს სათხოველი, რაჲთა მტკიცითა სარწმუნოებითა ვეძიებდეთ ცხორებასა საუკუნესა, და შეუორგულებელ ვიყვნეთ, ვითარმედ მოვიღოთ. ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ ჩუენდა ძიებაჲ ოდენ ბრძანებულ არს საუკუნოჲსა ცხორებისაჲ სარწმუნოებითა შეუორგულებელითა, არამედ გზაჲ, მუნ მიმყვანებელი ჩუენი, მან მხოლომან უწყის, მუნ შემყვანებელმან ჩუენმან, თუ ვითარ განაგოს — სიმდიდრითა ანუ სიგლახაკითა, სიმრთელითა ანუ სნეულებითა; მხოლოდ ჩუენ მტკიცედ ვდგეთ გზათა ზედა საღმრთოჲსა შჯულისათა, და დაუდგრომელობითა მათ ზედა ნუმცა გუესმის განჩინებაჲ ესე, თქუმული ურწმუნოთათჳს, ვითარმედ: ნუ ჰგონებნ ეგევითარი, თუმცა მო-რაჲმე-იღო ღმრთისაგან.

ფსალმუნი 12-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ცხონების სიხარული და მადლობის გალობა:

...აცებულსა.“** (). რადგან, ამბობს: „ნუ ჰგონებნ კაცი იგი, ვითარმედ მო-რაჲმე-იღოს ღმრთისაგან.“ (). რადგან „კაცი ორგული დაუდგრომელ არს ყოველთა გზათა მისთა.“ (). ამიტომ მისი წყალობის იმედი გქონდეს, არაფერში ორგულებდე და თხოვნას აუცილებლად მიიღებ; ხოლო როცა მიიღებ, ქველმოქმედის მიმართ უმადლო და უმადური ნუ გახდები, არამედ ქველმოქმედების ძეგლი შექმენი და იგი სამადლობელ გალობად მიუძღვენი მეუფეს.

იქნებ შენ თვითონ შედგენა არ იცი; გლახაკნი შეკრიბე, მათი ენებით ისარგებლე და შენთვის გალობა მოამზადებინე. კარგად იცოდე, რომ ღმერთი ამ გალობას დავითისეულ გალობაზე უფრო ტკბილად მოისმენს, თუ ისინი შენთვის იგალობებენ. რადგან, როგორც სხვადასხვა სიმისაგან შექმნილი მელოდია ერთი სიმის მელოდიაზე ტკბილ ხმას წარმოშობს, ასევე გლახაკთა გალობაც, სხვადასხვა პირიდან მომდინარე, გლახაკთა ხმის შემსმენელ ღმერთს ტკბილად და სასურველად ჩაესმება....

სრულად ნახვა