მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობ 1:3

2. ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცჳვეთ პირად-პირადსა;3. უწყოდეთ, რამეთუ გამოცდილებამან მან სარწმუნოებისა თქუენისამან შექმნის მოთმინებაჲ,4. ხოლო მოთმინებასა მას საქმე სრული აქუნდინ, რაჲთა იყვნეთ სრულ და ყოვლად ცოცხალ და არარაჲთ ნაკლულევან.
იაკობ თავი 1
3. უწყოდეთ, რამეთუ გამოცდილებამან მან სარწმუნოებისა თქუენისამან შექმნის მოთმინებაჲ,
თავი ა̂. მოთმინებისათჳს და სარწმუნოებისა შეუორგულეგელისა და სიმდაბლისა მდიდართა მიმართ, რომელსა შინა იტყჳს ჩუენ შორის განჴურვებისა მისთჳს და მის მიერთა ვნებათა, ვითარმედ არა ღმრთისაგან არს მიზეზი, არამედ რაჲცა კეთილი არს ჩუენ შორის, იგი არს მის მიერ იაკომ მოციქულისა წიგნი კათოლიკე
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უწყოდეთ, რამეთუ გამოცდილებამან მან სარწმუნოებისა თქუენისამან შექმნის მოთმინებაჲ, ხოლო მოთმინებასა მას საქმე სრული აქუნდინ, რაჲთა იყვნეთ სრულ და ყოვლად ცოცხალ და არარაჲთ ნაკლულევან (1,3-4).:

თარგმანი: სარწმუნოებით მოლოდებაჲ მერმეთა მათ სასყიდლის კუალად-გებათაჲ იქმნის მიზეზ ყოველთავე ჭირთა და შრომათა თავს-დებისა. ხოლო თავს-დებაჲ იგი და მოთმინებაჲ ჭირთაჲ ამას ეძიებს საქმედ სისრულისა, რაჲთა არა ჟამ ერთ ხოლო, არამედ ვიდრე აღსასრულადმდე ცხორებისა ჩუენისა ჟამთა დავითმინნეთ ჭირნი და ღუაწლნი, ვიდრემდის ვიქმნნეთ სრულ მოთმინებასა შინა და ყოვლად ცოცხალ, რაჲთა არღარაჲ წარვიტანოთ ჩუენ თანა მერმესა მას უსრული და ნაკლულევანი განწმედისაგან, რამეთუ, რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდესო და სოფელსა ამას ჭირი გაქუნდეს, რამეთუ მერმეღა-იგი არს ჟამი მორწმუნეთა განსუენებისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის