თარგმანი: უნდა ღმერთსა ცხორებაჲ კაცთა ნათესავისაჲ და მეორედ შვნა იგინი საბანელითა წმიდისა ემბაზისაჲთა და სიტყჳთა ჭეშმარიტისა სარწმუნოებისაჲთა, რაჲთა, რომელი-იგი ბუნებით აქუს ძესა მხოლოდ-შობილსა, ესე ჩუენ მადლით მოგუცეს მამამან —პატივი შვილებისაჲ ძისა მიერ მონიჭებითა ჩუენდა სულისა წმიდისაჲთა, და ესრეთ ყოს კაცი დასაბამ და მთავარ ყოველთა დაბადებულთა, რამეთუ იგინიცა ჩუენ თანავე მოელიან განთავისუფლებასა ხრწნილებისაგან, რაჟამს მიხილნენ ჩუენ უხრწნელებისა პატივსა კუალად-გებულნი დამბადებელისა მიერ.
იაკობ 1:18
17. ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა, რომლისა თანა არა არს ცვალება, გინა თუ ქცევისა აჩრდილ.18. მას უნდა და გუშვნა ჩუენ სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა, რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ დასაბამ რაჲმე მისთა დაბადებულთა.19. აწ უკუე, ძმანო ჩემნო საყუარელნო, იყავნ ყოველი კაცი მოსწრაფე სმენად, მძიმე სიტყუად, მძიმე გულის წყრომად.
იაკობ თავი 1