მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობ 1:21

20. რამეთუ გულის წყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაჲ არა ქმნის.21. ამისთჳს განიშორეთ ყოველი მწიკულევანებაჲ და მეტი იგი სიბოროტისაჲ, სიმშჳდით შეიწყნარეთ ნერგი იგი სიტყჳსაჲ, რომელი შემძლებელ არს ცხორებად სულთა თქუენთა.22. და იყვენით მყოფელ სიტყჳსა მის და ნუ ხოლო მსმენელ და შეურაცხის-მყოფელ თავთა თჳსთა.
იაკობ თავი 1
21. ამისთჳს განიშორეთ ყოველი მწიკულევანებაჲ და მეტი იგი სიბოროტისაჲ, სიმშჳდით შეიწყნარეთ ნერგი იგი სიტყჳსაჲ, რომელი შემძლებელ არს ცხორებად სულთა თქუენთა.
თავი ბ̂. სიმშჳდისათჳს და სიწმიდისა და კეთილთა საქმეთათჳს, ნეტარებისათჳს, მიცემისა, მეცნიერებისათჳს და წესიერად ზრახვისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳს განიშორეთ ყოველი მწინკულევანებაჲ და მეტი იგი სიბოროტისაჲ (1,21).:

თარგმანი: მეტი რაჲ სიბოროტისაჲ გესმეს, გულისჴმა-ყავ, ვითარმედ ყოველი სიბოროტე გარეთ შემოსრული არს და უცხო ბუნებისაგან ჩუენისა. ამისთჳს უცხოსა და საეშმაკოსა ყოველსავე განშორებად გუამცნებს, რაჲთა კეთილსა ზედა ვეგნეთ, ვითარ-იგი დაბადებულ ვართ დამბადებელისაგან.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის