თარგმანი: იხილე, რაოდენი სარწმუნოებაჲ უჴმს ქრისტეანესა შეწირვასა მინა ლოცვათასა, რაჲთა შეუორგულებელ იყოს თხოვათა მოღებისათჳს. ხოლო თხოვათა კეთილთა დასაბამი არს ღმრთივ სწავლული იგი სახარებისა მიერ, ვითარმედ: ითხოვდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ. ესე არს სათხოველი, რაჲთა მტკიცითა სარწმუნოებითა ვეძიებდეთ ცხორებასა საუკუნესა, და შეუორგულებელ ვიყვნეთ, ვითარმედ მოვიღოთ. ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ ჩუენდა ძიებაჲ ოდენ ბრძანებულ არს საუკუნოჲსა ცხორებისაჲ სარწმუნოებითა შეუორგულებელითა, არამედ გზაჲ, მუნ მიმყვანებელი ჩუენი, მან მხოლომან უწყის, მუნ შემყვანებელმან ჩუენმან, თუ ვითარ განაგოს — სიმდიდრითა ანუ სიგლახაკითა, სიმრთელითა ანუ სნეულებითა; მხოლოდ ჩუენ მტკიცედ ვდგეთ გზათა ზედა საღმრთოჲსა შჯულისათა, და დაუდგრომელობითა მათ ზედა ნუმცა გუესმის განჩინებაჲ ესე, თქუმული ურწმუნოთათჳს, ვითარმედ: ნუ ჰგონებნ ეგევითარი, თუმცა მო-რაჲმე-იღო ღმრთისაგან.
იაკობ 1:7
...დები. როგორც ამბობს: „რამეთუ რომელი ორგულებდეს, მსგავს არს იგი ღელვასა ზღჳსასა, ქარითა აღძრულსა და მიმოტაცებულსა.“ (). რადგან, ამბობს: „ნუ ჰგონებნ კაცი იგი, ვითარმედ მო-რაჲმე-იღოს ღმრთისაგან.“ (). რადგან „კაცი ორგული დაუდგრომელ არს ყოველთა გზათა მისთა.“ (). ამიტომ მისი წყალობის იმედი გქონდეს, არაფერში ორგულებდე და თხოვნას აუცილებლად მიიღებ; ხოლო როცა მიიღებ, ქველმოქმედის მიმართ უმადლო და უმადური ნუ გახდები, არამედ ქველმოქმედების ძეგლი შექმენი და იგი სამადლობელ გალობად მიუძღვენი მეუფეს.
იქნებ შენ თვითონ შედგენა არ იცი; გლახაკნი შეკრიბე, მათი ენებით ისარგებლე და შენთვის გალობა მოამზადებინე. კარგად იცოდე, რომ ღმერთი ამ გალობას დავითისეულ გალობაზე უფრო ტკბილად მოისმენს, თუ ისინი შენთვის იგალობებენ. რადგან, როგორც სხვადასხვა სიმისაგან შექმნილი მელოდია ერთი სიმის მელოდიაზე ტკბილ ხმას წარმოშობს...