მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობ 1:27

26. რომელსა ეგონოს თქუენ შორის, ვითარმედ ღმრთის მსახურ არს და არა აღჳრ-ასხმიდეს ენასა თჳსსა, არამედ აცთუნებდეს გულსა თჳსსა, ამისი ამაო არს მსახურებაჲ.27. მსახურებაჲ წმიდაჲ და შეუგინებელი ღმრთისა მიერ და მამისა ესე არს: მიხედვაჲ ობოლთა და ქურივთაჲ ჭირსა შინა მათსა და შეუგინებელად დაცვაჲ თავისა თჳსისაჲ ამის სოფლისაგან.
იაკობ თავი 1
27. მსახურებაჲ წმიდაჲ და შეუგინებელი ღმრთისა მიერ და მამისა ესე არს: მიხედვაჲ ობოლთა და ქურივთაჲ ჭირსა შინა მათსა და შეუგინებელად დაცვაჲ თავისა თჳსისაჲ ამის სოფლისაგან.
თავი ბ̂. სიმშჳდისათჳს და სიწმიდისა და კეთილთა საქმეთათჳს, ნეტარებისათჳს, მიცემისა, მეცნიერებისათჳს და წესიერად ზრახვისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მსახურებაჲ წმიდაჲ და შეუგინებელი ღმრთისა მიერ და მამისა ესე არს: მიხედვაჲ ობოლთა და ქურივთაჲ ჭირსა შინა მათსა და შეუგინებელად დაცვაჲ თავისა თჳსისაჲ ამის სოფლისაგან (1,27).:

თარგმანი: არარაჲთა ესრეთ მიემსგავსების კაცი ღმერთსა, ვითარ წყალობითა და ქველის-მოქმედებითა კაცთა ნათესავისაჲთა. ამისთჳს უპირატეს ყოვლისა ესე იძიების საიდუმლოსა მას შინა ღმრთისმსახურებისასა, ვითარმედ: "იყვენით მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ მოწყალე არს" () და "წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი" (). ესე სათნოებაჲ მოწყალებისაჲ მიჰმადლებს კაცსა დაცვად ყოველთაგან სივერაგეთა და მწინკულევანებათა სოფლისა ამის განმხრწნელისათა, რამეთუ სიწმიდით მოქალაქობისა დიდად ძალ-მწე არს ქმნაჲ მოწყალებისაჲ, რაჲთა თანა-შეეწეოდინ კაცსა ლოცვანი ობოლთა და ქურივთა მის მიერ გამოზრდილთა და შეწყალებულთანი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის