თარგმანი: იხილე, რაოდენი სარწმუნოებაჲ უჴმს ქრისტეანესა შეწირვასა მინა ლოცვათასა, რაჲთა შეუორგულებელ იყოს თხოვათა მოღებისათჳს. ხოლო თხოვათა კეთილთა დასაბამი არს ღმრთივ სწავლული იგი სახარებისა მიერ, ვითარმედ: ითხოვდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ. ესე არს სათხოველი, რაჲთა მტკიცითა სარწმუნოებითა ვეძიებდეთ ცხორებასა საუკუნესა, და შეუორგულებელ ვიყვნეთ, ვითარმედ მოვიღოთ. ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ ჩუენდა ძიებაჲ ოდენ ბრძანებულ არს საუკუნოჲსა ცხორებისაჲ სარწმუნოებითა შეუორგულებელითა, არამედ გზაჲ, მუნ მიმყვანებელი ჩუენი, მან მხოლომან უწყის, მუნ შემყვანებელმან ჩუენმან, თუ ვითარ განაგოს — სიმდიდრითა ანუ სიგლახაკითა, სიმრთელითა ანუ სნეულებითა; მხოლოდ ჩუენ მტკიცედ ვდგეთ გზათა ზედა საღმრთოჲსა შჯულისათა, და დაუდგრომელობითა მათ ზედა ნუმცა გუესმის განჩინებაჲ ესე, თქუმული ურწმუნოთათჳს, ვითარმედ: ნუ ჰგონებნ ეგევითარი, თუმცა მო-რაჲმე-იღო ღმრთისაგან.
იაკობ 1:6
5. ხოლო უკუეთუ ვინმე თქუენგანი ნაკლულევან არს სულიერითა სიბრძნითა, ითხოვენ ღმრთისაგან, რომელმან-იგი მოსცის ყოველთა უხუად და არავის აყუედრის, და მოსცეს მას.6. ითხოვდინ ხოლო სარწმუნოებით და ნუ ორგულებით, რამეთუ რომელი ორგულებდეს, მსგავს არს იგი ღელვასა ზღჳსასა, ქარითა აღძრულსა და მიმოტაცებულსა.7. ნუ ჰგონებნ კაცი იგი, ვითარმედ მო-რაჲმე-იღოს ღმრთისაგან.
იაკობ თავი 1