თარგმანი: ამას გულის-სიტყუათა ვნებულთა ზედა-აღდგომისათჳს იტყჳს, რომლისა მიზეზ არავინ არს სხუაჲ, თჳნიერ უდებებაჲ გონებისაჲ და უკრძალველობაჲ გულისსიტყჳსაჲ. ამისთჳს ესევითარისა რაჲსმე შემთხუევისა მიზეზ არავინ არს სხუაჲ, თჳნიერ თავნი ჩუენნი.
იაკობ 1:13
12. ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქნეს და მოიღოს გჳრგჳნი ცხორებისაჲ, რომელი აღუთქუა ღმერთმან მოყუარეთა მისთა.13. ნუვინ განცდილთაგანი იტყჳნ, ვითარმედ ღმრთისა მიერ განვიცადები, რამეთუ ღმერთი გამოუცდელ არს ბოროტისა და არავის განსცდის იგი.14. არამედ კაცად-კაცადი განიცადების თჳსისაგან გულის თქუმისა, მიიზიდვის და სცთების.
იაკობ თავი 1