მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობ 1:1

1. იაკობ, ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტეს მონაჲ, ათორმეტთა ნათესავთა, – გიხაროდენ!2. ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცჳვეთ პირად-პირადსა;
იაკობ თავი 1
1. იაკობ, ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტეს მონაჲ, ათორმეტთა ნათესავთა, – გიხაროდენ!
თავი ა̂. მოთმინებისათჳს და სარწმუნოებისა შეუორგულეგელისა და სიმდაბლისა მდიდართა მიმართ, რომელსა შინა იტყჳს ჩუენ შორის განჴურვებისა მისთჳს და მის მიერთა ვნებათა, ვითარმედ არა ღმრთისაგან არს მიზეზი, არამედ რაჲცა კეთილი არს ჩუენ შორის, იგი არს მის მიერ იაკომ მოციქულისა წიგნი კათოლიკე
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
იაკობ, ღმრთისა და უფლისა იესუ ქრისტეს მონაჲ, ათორმეტთა ნათესავთა გიხაროდენ (1,1).:

თარგმანი: იხილე სიმდაბლე გონებისა მისისაჲ ვითარ ძმად უფლისად სახელდებული ძეობისათჳს იოსებისსა მონებასა უფლისასა დასწერს დიდად სამკაულად თავისა თჳსისა, და ღმრთად და უფლად ქადაგებს სახელსა მისსა, ვითარცა ქადაგი წინადაცუეთილებისაგანთაჲ, და ქადაგებასა ამას მისწერს არა ერთსა ადგილსა, არამედ ყოველსა სოფელსა შინა მიმოგანთესულთა მიმართ ათორმეტთა ნათესავთა ისრაელისთა. ვინაჲცა თჳთ სიტყუაჲ ესე უსაკუთრესად ესრეთ წერილ არს: ათორმეტთა ნათესავთა, მიმოგანთესვასა შინა მყოფთა, გიხაროდენ. ესრეთ თავისა თჳსისა დამონებითა ქრისტესითა ყოველთავე ჰურიათაგანთა მორწმუნეთა უქადაგებს, ვითარმედ არა ხუროჲსა ძე არს, იჭჳსაებრ ჰურიათაჲსა, არამედ ბუნებით ღმერთი და მეუფე და დამბადებელი ყოველთა დაბადებულთაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის