მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობ 1:5

4. ხოლო მოთმინებასა მას საქმე სრული აქუნდინ, რაჲთა იყვნეთ სრულ და ყოვლად ცოცხალ და არარაჲთ ნაკლულევან.5. ხოლო უკუეთუ ვინმე თქუენგანი ნაკლულევან არს სულიერითა სიბრძნითა, ითხოვენ ღმრთისაგან, რომელმან-იგი მოსცის ყოველთა უხუად და არავის აყუედრის, და მოსცეს მას.6. ითხოვდინ ხოლო სარწმუნოებით და ნუ ორგულებით, რამეთუ რომელი ორგულებდეს, მსგავს არს იგი ღელვასა ზღჳსასა, ქარითა აღძრულსა და მიმოტაცებულსა.
იაკობ თავი 1
5. ხოლო უკუეთუ ვინმე თქუენგანი ნაკლულევან არს სულიერითა სიბრძნითა, ითხოვენ ღმრთისაგან, რომელმან-იგი მოსცის ყოველთა უხუად და არავის აყუედრის, და მოსცეს მას.
თავი ა̂. მოთმინებისათჳს და სარწმუნოებისა შეუორგულეგელისა და სიმდაბლისა მდიდართა მიმართ, რომელსა შინა იტყჳს ჩუენ შორის განჴურვებისა მისთჳს და მის მიერთა ვნებათა, ვითარმედ არა ღმრთისაგან არს მიზეზი, არამედ რაჲცა კეთილი არს ჩუენ შორის, იგი არს მის მიერ იაკომ მოციქულისა წიგნი კათოლიკე
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ ვინმე თქუენგანი ნაკლულევან არს სულიერითა სიბრძნითა, ითხოვენ ღმრთისაგან, რომელმან-იგი მოსცის ყოველთა უხუად და არავის აყვედრის და მოსცეს მას (1,5).:

თარგმანი: აჰა ესერა თჳთვე გუასწავებს ღონესა სრულისა საქმისა წარმართებისასა, ვითარმედ არა ჴორციელითა და მშჳნვიერითა, არამედ ზეგარდამოჲთა სიბრძნითა წარემართების მონიჭებულითა ღმრთისა მიერ, რომელი-იგი ყოველთავე სარწმუნოებით მთხოველთა თითოეულსა უხუად მიეცემის და შემდგომად მიცემისა არცა ერთსა შეამთხუევს სირცხჳლსა ყუედრებისასა, რამეთუ შეუნანებელ არიან მადლნი და ნიჭნი ღმრთისანი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის